www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:00 21.06.2014
თბილისელი მეძავების "გადაფრენის პერიოდი": სექს-მუშაკები მიგრაციას იწყებენ

საქართველო და სექს-მუშაკები - თემა რამდენადაც ბევრისთვის საჩოთიროა, იმდენადვეა მტკივნეული. ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალურია, თუმცა ბუნებრივია, ეს სრულიად არ გამორიცხავს მისი კერების არსებობას. 

ქვეყნებში, რომლებშიც პროსტიტუცია დაშვებულია, ეს საქმიანობა შემოსავლის ჩვეულებრივი წყაროა ბიუჯეტისთვის. მსგავს ქვეყნებში ყველაზე მომგებიანი პერიოდი ზაფხულია. ვინაიდან საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით არც თბილისია პრიორიტეტული და არც სექს-ინდუსტრია, ორივე მათგანი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, შავიზღვისპირეთში ყვავის... 

ბათუმი, ქობულეთი, სარფი და გონიო - ეს ადგილები ჩვენი ქვეყნის ზღვისპირეთში ყველაზე პოპულარულ სექს-ლოკაციებად მიიჩნევა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით გონიო სარგებლობს და ის ამ ნიშნით ბოლო წლების განმავლობაში ლიდერობას არ თმობს ...

კარგად არის ცნობილი გონიოში ადგილობრივების მწვავე დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. იქ მოსახლეობა თითქმის ყოველწლიურად მართავს საპროტესტო აქციებს და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, გონიოში "დაბანაკებული" მეძავების მთავარი "მუშტარი" თურქი მამაკაცები არიან. არის ისეთი დაწესებულებებიც, რომელთა კატეგორიული მოთხოვნაა, რომ კლიენტი არ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი...

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, შავიზღვისპირეთში რეგულარულად "მოღვაწე" კომერციულ სექს-მუშაკებს თბილისელი მეძავები გაუწევენ კონკურენციას. "თბილისში "საქმე" თითქმის აღარ გვაქვს" , - ამბობს Ambebi.ge-სთან 

საუბრისას სექს-მუშაკი ლიზი, რომელიც იმ იშვიათთაგანია, ვინც ჯერ კიდევ შემორჩა დედაქალაქის ცნობილ ქუჩებს.

"თბილისში სადმე მაგარ გასართობ სახლში თუ არ მუშაობ, ზაფხულში აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ის კი არა, ამ პერიოდში იქაც კი უჭირთ გოგონებს თავის გატანა. თან აქ ცუდი ის არის, რომ უცხოელებზე "ვერ გავდივართ". ჩემი გოგოების დიდი ნაწილი უკვე "დააწვნენ" ბათუმში და სხვა ზღვისპირა ადგილებში. ვღადაობთ ხოლმე, ფრინველების მსგავსად, თბილ "ტოჩკებში" "გადაფრენის პერიოდი" გვაქვსო ამ დროს. მართალია, სომხები "ჟმოტები" არიან, მაგრამ ამ საქმეში იხდიან, მთავარი იმედი თურქი კაცები არიან...", - ამბობს ლიზი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia