www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:36 25.06.2014
26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნება ამ ენერგიას რაციონალურად თუ გადაანაწილებთ. ეცადეთ დღეს თქვენი მიზნების შესრულება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ გარისკვის შემთხვევაში წაგებული არ დარჩებით.

კურო: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიდან ისეთი პიროვნება შეძლებს თქვენს დახმარებას, რომლეთანაც ყოველთვის დაძაბული ურთიერთბა გქონდათ. არ უთხრათ უარი ამ ადამიანს მეგობრობაზე, იგი მუდამ იქნება თქვენთვის დასაყრდენი ობიექტი.

ტყუპები: ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. უბრალოდ აღიარეთ, რომ ხშირ შემთხვევაში თქვენი შეხედულებები მცდარია. ნუ ცდილობთ ყოველთვის საკუთარი აზრების სისწორის მტკიცებას. ეს თქვენს ხასიათზე ნეგატიურად აისახება.

კირჩხიბი: კარგი იქნება დღეს გარშემომყოფებთან გარკვეულ დისტანციას თუ დაიჭერთ. თქვენი ყურადღება საქმისკენ მიმართეთ და ეცადეთ, დაკისრებული მოვალეობების მაქსიმალურად კარგად შესრულებას.

ლომი: დღეს მიხვდებით, რომ უკანასკნელი დროის მანძილზე მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი, რომლებსაც დღემდე ყურადღებას არ აქცევდით. ეს პრობლემები არც თუ ისე რთული მოსაგვარებელია და კარგი იქნება მათ გადასაჭრელად გარკვეულ დროს თუ გამოყოფთ.

ქალწული: დღეს საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებთ, ეს დიდ ენერგიას და ყურადღებას მოითხოვს. რაც მთავარია თქვენს ძალისხმევას გამოამჟღავნებთ, მსგავსი სიტუაცია კი სამომავლოდ თქვენს წარმატებას განაპირობებს.

სასწორი: თქვენი ქმედებები დღეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. ამიტომ, კარგი იქნება საკუთარი თავის კონტროლს თუ შეძლებთ და თქვენი მოქმედებებით სხვების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოიწვევთ.

მორიელი: თქვენ მოთმინების დიდი უნარით გამოირჩევით. კარგი იქნება ასე თუ განაგრძობთ სამომავლოდაც. მიუხედავად ამისა, დღეს ადამიანების გარკვეული ნაწილი თქვენი ხასიათის ნეგატიურად წარმართვას მაინც შეძლებს. მსგავს სიტუაციას ყურადღებას თუ არ მიაქცევთ დღე იდეალურად დასრულდება.

მშვილდოსანი: სანამ ახალ თავგადასავალში ამოყოფთ თავს, მანამდე კარგად დაფიქრდით, გსურთ თუ არა ცხოვრების ამ ეტაპზე გარკვეული სიახლეები. ეცადეთ საკუთარ თავს გაუგოთ და გამოარკვიოთ რამდენად არის მზად ცხოვრებაში რაღაც პუნქტების შესაცვლელად.

თხის რქა: დღეს მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც თქვენი ხასიათის პოზიტიურობას გამოიწვევს, საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილი დარჩებით. კარგი იქნება, თქვენს ემოციებს საღამოს მეგობრებს თუ გაანდობთ.

მერწყული: დღეს მრავალ ადამიანთან შეხვედრა მოგიხდებათ. ეს ყოველივე ემოციურ გადაღლას გამოიწვევს. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ნუ იფიქრებთ დღეს დატრიალებულ ამბებზე, უბრალოდ განტვირთვისთვის თქვენთვის საყვარელი ადამიანების წრეში გაატარეთ დრო.

თევზები: დილიდანვე იგრძნობთ, რომ საქმეზე ხართ კონცენტრირებულნი. მიუხედავად ამისა, ეს ენერგია დღის ბოლომდე არ გაგყვებათ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საათში ერთხელ შესვენებები მოიწყეთ და მობილიზება გააკეთეთ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-29°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia