www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
00:29 27.06.2014
"16 წლის შვილი მიკვდება და ვერ ვშველი! მუხლებზე ვიხოხებ და მანამდე ვიმათხოვრებ, სანამ შვილისთვის ფულს არ ვიშოვი…"
კვირის პალიტრა
"იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი"

"ერთი წაკითხვა და ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა…"

"საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარიო"

ილია კილასონია ჩოხატაურში ცხოვრობს, სულ 40 წლის არის, მაგრამ როცა საუბარს წყვეტს, ყრუდ ამბობს, - ალბათ ძალიან დიდი ხანი ვიცოცხლე, რადგან იმ დღეს მოვესწარი, შვილი მიკვდება და ვერ ვშველი - ამას არ უნდა მოვსწრებოდიო. მე კი სანუგეშო სიტყვა არ მაქვს, - რა უნდა ვუთხრა, - კაცი ლამაზ და ჭკვიან შვილს 16 წელიწადი შეჰხაროდა და შეჰყურებდა, ახლა კი იმას შეჰყურებს, ხელიდან როგორ ეცლება. მე კი ასეთ ამბებს ალბათ არ უნდა ვწერდე - გაუსაძლისი მწუხარების მოწმეებად არ უნდა გაქცევდეთ, მაგრამ როცა ის, ვისაც სიცოცხლე ჯერ არ დაუწყია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და დახმარება შეიძლება, სხვა რა უნდა გავაკეთო?

ილია კილასონია:

- იცი, როგორი იყო ჩემი შვილი 6 თვის უკან? სადმე თუ გამოჩნდებოდა, ყურს დავუგდებდი ხოლმე, აბა, ამ ადგილიდან სიცილს როდის გავიგონებ-მეთქი, - სიცოცხლით ავსებდა ყველაფერს, სადაც კი ფეხს დაადგამდა… მე და დედამისი ვუჯავრდებოდით, - რას აიკელი ყველაფერი, დაწყნარდი, დამშვიდდი, სახლში დაჯექი და იმეცადინეო. რას გადამეკიდეთ, რაც დამილაგეთ, იმ წიგნებს ზეპირად მოგიყვებითო! ჩვენც გავჩუმდებოდით, რადგან მართლანიჭიერი იყო, - ერთი წაკითხვა და ნებისმიერი ტექსტი ლამის ზეპირად იცოდა... ასეთი შვილი სულ ერთ თვეში ისე მომექცა, 10 წაკითხვითაც ვეღარაფერს იმახსოვრებდა… მივუჯდებოდი და თვალებში გაოგნებული მივჩერებოდი, რა მოუვიდა-მეთქი! დაბნეული მეუბნებოდა, რა ვქნა მამა, ვკითხულობ, მაგრამ ვერაფერს ვიგებო, თავბრუ მეხვევაო… თან თვალებში იმხელა ნაღველი ჰქონდა, ამის ყურება არ შეიძლებოდა. სახლში ყველა ნერვიულობით დაგვხოცა. პირველად ეს ყველაფერი შემთხვევითი გვეგონა, რას მივხვდებოდი, ჩემს თავზე რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ვფიქრობდი, ალბათ იღლება, რადგან მართლა ბევრს კითხულობს-მეთქი; მაგრამ ერთხელაც ფეხბურთის ყურებისას 9 საათზე რომ თქვა, - მეძინება, მეტი აღარ შემიძლიო, დედამისი მოვიდა და მითხრა, - ხვალვე ქუთაისში უნდა წავიდეთ, ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია გავუკეთოთო, - ფეხურთი ისე უყვარდა, მაგის დაღლა წარმოუდგენელი იყო, დილამდეც უყურებდა ხოლმე… ჩემი ცოლი ექიმია, მაგრამ რომელი დედა დაუსვამს შვილს იმ დიაგნოზს, რაც ქუთაისში გვითხრეს, როცა ვიტალის მაგნიტური ტომოგრაფია ჩაუტარეს - იმ ადგილზე, სადაც თავის ტვინიდან ზურგის ტვინში სითხე გადაედინება, 2-სანტიმეტრინი სიმსივნეა, სითხის მილს აწვებაო. თურმე ამიტომ შეიცვალა ჩვენი შვილი, - სიმსივნე ისეთ ადგილზე ჰქონია, ის თავბრუსხვევასაც იწვევს, მეხსიერების დაკარგვასაც და დანაღვლიანებასაც. ჩვენ ჩოხატაურში ვცხოვრობთ, ქუთაისიდან აღარც კი მივბრუნებულვართ სახლში, თბილისში ისე წავედით. იქ გვითხრეს, - კისტა ისეთ ადგილზეა, საოპერაციოდ ვერ შევეხებით, შეიძლება მაგიდაზე დაგვრჩეს, არადა, ტვინში წყალი აქვს უკვე ჩამდგარი, შულტირება უნდა გაკეთდეს, ხერხემლისა და ზურგის ტვინს შორის შულტს ჩავდგამთ, რათა სითხემ იმოძრაოსო. ამ დიაგნოზმა დაგვხოცა. - 23 წლისა დავქორწინდით, სამი შვილი გვყავს, ვიტალი ჩვენი პირველი სიხარულია, შვილებზე ფიქრს ყოველთვის მისგან ვიწყებდით, ახლაც ასეა, მაგრამ ახლა მარტო იმაზე ვფიქრობთ, როგორ ვაცოცხლოთ… 

- შულტირების ოპერაცია გაუკეთეთ?

- გავუკეთეთ, თბილისში. თავისთავად, ეს ოპერაციაც შოკი იყო, ჩემს საღ-სალამათ შვილს თავში ხელოვნური აპარატი უნდა ეტარებინა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და თავს ვუთხარი, ოღონდ იცოცხლოს და მე ხომ მის გვერდით ვიქნები, ფეხზე დავაუყენებ-მეთქი; მაგრამ ფეხზე დაყენება კი არა, სამი თვის შემდეგ, ბავშვი საერთოდ გაითიშა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა… თურმე ჩადგმულ შულტის აპარატს ტვინის ორივე ნახევარსფეროში სისხლჩაქცევები გამოუწვევია. ექიმებმა, - ასეთი რამ იშვიათად ხდება, 2 პროცენტშიო. ჩემი შვილი იმ 2 პროცენტში აღმოჩნდა… მეორე ოპერაციაზე თავის ორივე ნახევარსფერო გაუხვრიტეს და სისხლჩაქცევები გამოიღეს… ერთი თვე უგონოდ უგონოდ იწვა, არ ვიცოდი, თვალს გაახელდა თუ არა. მაგრამ მოხდა სასწაული და სიარული ჩვილი ბავშვივით დაიწყო. ვაჟკაცი შვილი მყოლია, რომ ეს ტკივილები ვერ მოერია. ასე მგონია, ამ ვაჟკაცობით მისი ბედისწერაც უკან დაიხევს, - თურქეთში გავაგზავნეთ მისი საბუთები და პასუხები რომ მოგვივიდა აჯინაადის კლინიკიდან, - სიმსივნეს ჯერ დავაპატარავებთ და მერე ამოვჭრითო, მე და დედამისს სიკვდილი გვინდოდა, ახლა აღარ გვინდა… ახლა ამისთვის ფული სჭირდება ჩემს შვილს და ყველაფერს ვყიდი, რაც გამაჩნია, სახელმწიფოც მეხმარება, მაგრამ ყველამ იცის რომ ეს ზღვაში წვეთია. არავის ვუსურვებ, ეს სიმწარე გამოსცადოს, მაგრამ მე მუხლებზე ვიხოხებ და მანამდე ვიმათხოვრებ, სანამ შვილისთვის ფულს არ ვიშოვი… არადა ამას თუ როდესმე გავიფიქრებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ახალა ყველაფერი სულ ერთია ჩემთვის, ოღონდაც შვილი გადავარჩინო… დაჩოქილი გთხოვთ პატიებას რომ გთხოვთ და გაწუხებთ, მაგრამ დამეხმარეთ და შვილი გადამარჩენინეთ…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ილია კილასონია 595402604

ანგარიშის დეტალები---------------------------------------------------------

ანგარიშის მფლობელი (მიმღები):           ილია კილასონია

ანგარიშის ნომერი:                                     GE16LB0711147188857000

ანგარიშის ვალუტა:                                     GEL/USD/EUR--მულტისავალუტო ანგარიში

მფო:                                                                220101460

მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი:      ს.ს. „ლიბერთი ბანკი“

ი.ჭავჭავაძის გამზირი 74

თბილისი, 0162, საქართველო

მიმღები ბანკის SWIFT კოდი:   LBRTGE22

შუამავალი ბანკები:

აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)

Intermediari Bank Name & Adress:                Deutsche Bank Trust Company Americas

New York, USA

Intermediari Bank SWIFT Code:                     BKTRUS33

Correspondent Account Number:                    04422999

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აშშ დოლარის გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)

Intermediari Bank Name & Adress:                Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     COBADEFF

Correspondent Account Number:                    400-8864068-00

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ევროში  გადარიცხვებისათვის (ვარიანტი1)

Intermediari Bank Name & Adress:                DeutscheBank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     DEUTDEFF

Correspondent Account Number:                    100-9477233-0000

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ევროში  გადარიცხვებისათვის (ვარიანტი2)

Intermediari Bank Name & Adress:                Commerzbank AG

Frankfurt, Germany

Intermediari Bank SWIFT Code:                     COBADEFF

Correspondent Account Number:                    400-8864068-00

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected]ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia