www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
07:52 02.07.2014
ნიკა ნატროშვილის მეუღლე: ადგა და ავტომატის ჯერი მიუშვა
კვირის პალიტრა

მეგობრისგან სასიკვდილოდ განწირული 24 წლის  ნიკოლოზ ნატროშვილი სიკვდილს ებრძვის - კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო. ბიჭს ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კიდევ ერთი დასჭირდება.

საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ხურციძე: "ნიკოლოზ ნატროშვილი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს - ჭრილობებით მუცლის არეში, ერთი ჭრილობა ბარძაყის მიდამოშიც ჰქონდა, ნაწლავები გამოყრილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ".  რა გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე არავინ საუბრობს. ძალოვანებისა და ახლობლებისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, მას ეძებენ... 

მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე: - ეს უბედურება ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო შელაპარაკდნენ. ბიჭები შოკში არიან, ვერაფრით ივიწყებენ, როგორ ეჭირათ ხელში ნიკუშას ნაწლავები. ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, საბურთალოზე ცხოვრობს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა... 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8687
EUR3.2178
GBP3.558
RUB4.567
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 20°-30°
ბათუმი 22°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia