www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:33 02.07.2014
ჯულიანა ბარ-გნარი გიორგი ყიფშიძესთან რომანზე ალაპარაკდა
ამბები.ჯი

ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონზე გაიცნო, სადაც გიორგი და ჯულიანა მეწყვილეები იყვნენ.

თითქმის მთელი საქართველო მათ გულშემატკივრობდა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს. ჯულიანა მაშინ ამბობდა, რომ გიორგი მას არ ეფლირტავებოდა, პირიქით, მსახიობთან და მის მეუღლესთან, ანი ჩიკვილაძესთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეგობრობა სიყვარულის საწინდარი გახდა და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ჯულიანა და გიორგი ყიფშიძე შემოდგომაზე დაქორწინებასაც აპირებენ.

იმასაც ამბობენ, რომ მსახიობმა ჯულიანას გამო ცოლი სახლიდან გააგდო. თუმცა ჭორის გადამოწმება გიორგი ყიფშიძესთან ვერ შევძელით. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ გიორგის პირად ცხოვრებაში არ ერევიან.

ანი ჩიკვილაძე გიორგი ყიფშიძის მეორე ცოლია, მანამდე ის კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ნატაშკა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან მსახიობს ნანატრი ვაჟი ჰყავს, პატარა ალექსანდრე რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩნდა.

ჯულიანა ბარ-გნარი ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით არასდროს გამოირჩეოდა, ერთხელ უყვარდა, მაშინ როცა 15 წლის იყო. მას შემდეგ სერიოზულად შეყვარებული არავისზე ყოფილა. გიორგი და ჯულიანა უკვე აღარ ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სხვა კონკურსანტებთან ერთად ხშირად დადიან გასართობად. Ambebi.ge ჯულიანას დაუკავშირდა:

- ჯულიანა, მართლა შეყვარებულები ხართ შენ და გიორგი ყიფშიძე?

- არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა ხმამაღლა საუბარი.

- ჭორია თუ მართალი, ეს მაინც გვითხარი?

- მგონი უკვე გიპასუხეთ.

- მართლა დაქორწინებას აპირებთ შენ და გიორგი?

- აღარ გიპასუხებთ არც ერთ კითხვაზე, მე არ ვაპირებ დაქორწინებას და გიორგი არ ვიცი. მთავარია, ბედნიერი ვარ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9279
EUR3.2365
GBP3.5764
RUB4.4581
თბილისი 18°-34°
ქუთაისი 19°-28°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia