www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:53 02.07.2014
"ჩემს მეუღლეს უთხრეს, ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო"
კვირის პალიტრა

"ჩემს მეუღლეს უთხრეს, ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო"

"მეკითხებოდნენ ჩემი კანის ფერზე. მეკითხებოდნენ ხომ არ ვიყავი აფრიკიდან, ვიყავი თუ არა თავისუფალი და მყავდა თუ არა პატრონი"

ინგლისელი მოქალაქე, მოცეკვავე აარონ ჩარლზი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში, მის მიმართ რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ჩარლზი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი რამდენიმე დღის პერიოდში ორჯერ განმეორდა. პირველ შემთხვევას სუპერმარკეტ სმარტ-ში ჰქონდა ადგილი, მეორეს კი მაკდონალდსში. თავისი გულისწუხილი მან ჩვენც გაგვიზიარა:

- საქართველოში ჩამოვედი იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე არის აქ, ის ქართველია. კიდევ, ცეკვას ვასწავლი სამ სხვადასხვა სტუდიაში, ჩემი შემოსავალი მაქვს. ასევე სხვა და სხვა პროექტებს ვახორციელებ ჩემს მეუღლესთან ერთად...

- დეტალურად გვიამბეთ, რა მოხდა სუპერმარკეტ სმარტ-სა და მაკდონალდსში ...

- მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობდით "სმარტში". უეცრად ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა და მოგვაშტერდა. ჩემმა მეუღლემ ზრდილობიანად ჰკითხა რამე პრობლემა ხომ არ იყო, მას ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, დაიწყო ყვირილი და გინება. მე ვთხოვე, თუ რაიმე პრობლემა იყო, ერთად მოგვეგვარებინა, თუმცა ის არ წყვეტდა ყვირილს. ჩემს მეუღლეს ისიც კი უთხრა, ამისთანა ლამაზი გოგო ამ მაიმუნთან რატომ ზიხარო. არ მგონია, რომ ნასვამი იყო, არ მჯერა ამის. იქვე იყო დაცვაც. ისე ჩანდა, თითქოს დაცვას ამ კაცის ეშინოდა. მათ არაფერი გაუკეთებიათ.იდგნენ და უყურებდნენ  კაცს, რომელიც მიყვიროდა. მე დამებადა კითხვა, რისთვის არსებობს დაცვის თანამშრომელი, თუკი იგი მომხმარებელს არ დაიცავს? მ არსებობს დაცვა? 

რაც შეეხება მაკდონალდსს, იქ ჩემს მოსწავლესთან ერთად ვიყავი. ორი მამაკაცი მოგვიახლოვდა და უხეშად მითხრეს, რომ ავმდგარიყავი. მე უარი ვთქვი, მაგრამ ისინი იდგნენ და თავზე დამყურებდნენ, შემდეგ ჩემმა სტუდენტმა სთხოვა მათ, ზრდილობიანად დამლაპარაკებოდნენ და და მათ ზრდილობიანად მთხოვეს, რომ სხვაგან გადავმჯდარიყავი. მე დავთანხმდი და ჩემს სტუდენტს მივუჯექი გვერდზე. შემდეგ გვკითხეს, საიდან ჩამოვედი, რა მინდოდა საქართველოში.ნელ-ნელა აგრესიაში გადაიზარდა მათი საუბარი, მე ვთხოვე, რომ დამშვიდებულიყვნენ და ავდექი კიდეც, რომ წავსულიყავი, რათა სიტუაცია განმემუხტა. ერთ-ერთი მათგანი წამოვიდა ჩემკენ და ცემა დამიპირა, უნდოდა ხელი დაერტყა. ამის შემდეგ მოვიდა დაცვა და მე გამომაგდეს მაკდონალდსიდან. შემდეგ მოვიდა პოლიცია. დისკრიმინაციული ჩემთვის იყო ის, რომ ისინი მეკითხებოდნენ ჩემი კანის ფერზე. მეკითხებოდნენ, ხომ არ ვიყავი აფრიკიდან, ვიყავი თუ არა თავისუფალი და მყავდა თუ არა პატრონი.

- ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ინციდენტი შეგემთხვათ?

- არა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი რაღაცეები მომხდარა ავტობუსში, რესტორანში, ქუჩებში. ხალხი რაღაც სიტყვებს მეძახდა, მიყურებდა. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ძალიან უსიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხალხი იცინის იმის გამო, რომ ხარ განსხვავებული.

- რას ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც ხალხი იქცევა ასე? 

- მე ვფიქრო, რომ ამის მიზეზი არის განსხვავება და განათლების დონე. 

- ხომ არ აპირებთ სარჩელის შეტანას?

- ამ მომენტში ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მინდა, რომ ხალხი შეიცვალოს და მინდა მეტი პოზიტივი.

- რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას ამ ყველაფრის შემდეგ?

უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. არსებობს ერთადერთი რასა ადამიანებისა, ჩვენ ყველას გვაქვს გული, გრძნობები. მე აქ სტუმარი ვარ და თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე.მინდა ვთხოვო ხალხს, უბრალოდ დამშვიდდნენ, მიიღონ განათლება, ესაუბრონ განსხვავებულ ხალხს, დაუმეგობრდნენ სხვა ქვეყნის ადამიანებს და გაიგონ, რომ ყველას აქვს გრძნობები. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia