www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:27 03.07.2014
მებო ნუცუბიძემ X ფაქტორი დატოვა

გიორგი გაბუნიას კატეგორიაში მყოფმა მებო ნუცუბიძემ, რომელიც X ფაქტორის ფინალისტია პროექტი საკუტარი ნებით დატოვა. ამის შესახებ ნუცუბიძე „ფეისუბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„როგორ ხართ? პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას! თქვენ ხართ ყველაზე მაგარი მსმენელი და თქვენი მხარდაჭერით, გამამახნევებელი სიტყვებითა და გვერდში დგომით მე უდიდესი მოტივაცია მქონდა, მაქვს და მექნება ყოველთვის! დიდი მადლობა ამისთვის!

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს თქვენთვის და მინდა პირველად ჩემგან გაიგოთ, ვიდრე ტელევიზიიდან ან სხვა ადამიანებისგან. გუშინ, ბევრი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა იქს ფაქტორი. ძალიან დამწყდა გული, ბოლომდე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო. აგიხსნით ყველაფერს.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩემთვის მთავარი მუსიკაა და ის, რომ ვაკეთო საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. სამწუხაროდ პროექტში გარკვეული პერიოდის მერე, აღარ მეძლეოდა უფლება მემღერა ის სიმღერები, რომლებიც მომცემდნენ საშუალებას კარგად მეგრძნო თავი და ბოლომდე ვყოფილიყავი ნამდვილი მებო. ვცდილობდი ხოლმე ჩემი იდეების გატანას, მაგრამ ძირითადად იყო არგუმენტები "ეგ სიმღერა არაა მსოფლიო ჰიტი", "ეგ სიმღერა ზედმეტად სევდიანია კონკურსისთვის" და მსგავსი. რაც ძალიან მწყვეტდა გულს, რადგან ვთვლი, რომ ყველაზე მეტად სწორედ სევდიანი სიმღერების მღერა გამომდის და სულაც არ მგონია, რომ ეს "ცუდია", რომ სევდა "ცუდია" და არ არის საეთერო. და არც იმას ვთვლი ცუდად, რომ "არასაკონკურსო" ტიპი ვარ. ჩემთვის სიმღერა სპორტი არ არის, ყოველ დღე ივარჯიშო და ფორმაში იყო. ჩემთვის სიმღერა ემოციაა. გამოდის, რომ ვიღაცები ეგრე არ თვლიან და სპორტი ურჩევნიათ ემოციას. მე კი მიხარია, რომ "არასაკონკურსო" ვარ.

პროექტის მსვლელობისას ისე გამოვიდა, რომ პირველი კასტინგების მერე თითქმის აღარ ვყოფილვარ ჩემი თავი. თუმცა ამას ვიტანდი და ვუძლებდი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მომეცემოდა მთლიანად გამომემჟღავნებინა ჩემი მუსიკალური სამყარო და ამით ამენაზღაურებინა ის სიმღერები, სადაც არ ვიყავი საკუთარი თავი. სწორედ ამ იმედით ვაგრძელებდი მონაწილეობას იქს ფაქტორში და მიხაროდა, რომ თქვენც გვერდში მედექით და აქამდე მომიყვანეთ. ფინალში რომ გადავედი, დიდი იმედი მქონდა, აქ მაინც შევძლებდი ისეთი სიმღერების შესრულებას, სადაც ჩემი ნამდვილი მუსიკალური მხარის გამოვლენის შანსი მექნებოდა. ჩემი უმთავრესი მიზანი ერთი იყო: ფინალში უკვე არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი "სხვა მებო", ფინალში უნდა ვყოფილიყავი ნამდვილი მე და ისეთი, როგორსაც მხედავთ ხოლმე ჩემს ლაივებზე (ვინც უკვე ხართ ნამყოფი და ვინც არა, მოდით და მნახავთ ^_^).

სამი სიმღერა უნდა მემღერა ფინალში და ოპტიმალური ვარიანტი ასეთი იყო: 1) Say (უკულელეთი) 2) მოდი წავიდეთ (გიტარით) და 3) Wrecking Ball (ჩემ ჯგუფთან, The BearFox-თან ერთად). სამწუხაროდ, სამიდან ორ სიმღერაზე უარი მივიღე. ერთი "ზედმეტად დეპრესიული" აღმოჩნდა ფინალისთვის, მეორე კი გაურკვეველი მიზეზებით, არც ისე ცნობილი ჰიტი ფართო მასებისთვის. თუმცა მერე გაირკვა, რომ სხვა მონაწილე იმღერებდა ამ სიმღერას ფინალში, რამაც ძალიან დამწყვიტა გული და უსამართლობის შეგრძნება დამიტოვა, რადგან მე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მინდა ვიმღერო ეს სიმღერა და ყოველთვის უარს მებუნეიბიან "არასახალხო ჰიტის" მიზეზით. ხო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაილი საირუსის ჰიტზე მაქვს საუბარი. წარმოიდგინეთ რამდენად რთული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ ის სიმღერა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითხოვდი, არ მამღერეს და არც ფინალში მომცეს სიმღერის უფლება, სხვას უნდა ემღერა ჩემს ნაცვლად. მოკლედ, ვეცადე რამდენიმე დღე, რომ მემღერა ეს სიმღერები. თხოვნით, ხვეწნით. არაფერმა გაჭრა. და როცა უკვე მივხვდი, რომ საბოლოო იყო მათი გადაწყვეტილება და არ მამღერებდნენ, არჩევანი არ დამიტოვეს. ფინალში ცუდად სიმღერას (ვგულისხმობ "სხვანაირი მებოს იმიჯით სიმღერას"), მე ვარჩიე წამოსვლა. იმედია კარგად გაიგებთ ჩემ გადაწყვეტილებას.

პროექტში მისვლისას, ჩემი მიზანი იყო, ხალხს გაეცნო მებო, მუსიკოსი რომელიც წლებია საკუთარ სახლში, პატარა საკუჭნაოში აკეთებს თავის მუსიკას და უნდა ის მსმენელთან მიიტანოს. ვიცი, რომ მე "სევდიანი" ვარ, ვიცი, რომ არ ვმღერი "საცეკვაო" სიმღერებს, არც "ჩქარებს" და არც "ამგდებ" ვეშებს. მაგრამ სწორედ ამით ვამაყობ და ვარ ბედნიერი. მაქვს ჩემი საკუთარი მუსიკა და ჩემი სტილი. სამწუხაროა, რომ რაღაც ეტაპის მერე, პროექტში აღარ უნდოდათ ჩემი სტილის მუსიკოსი. ან უნდა მემღერა სხვანაირი რაღაცები, ან უნდა წამოვსულიყავი. მე კი არჩევანი ჩემი "მე"-ს სასარგებლოდ გავაკეთე. არასდროს, ცხოვრების არცერთ ეტაპტზე, ჩემს მუსიკაზე უფრო მნიშვენლოვანი არ ყოფილა სხვა არაფერი. მითუმეტეს ვერ იქნებოდა პროექტი იქს ფაქტორი და მასში გამარჯვების სურვილი. თანაც, თუ "სხვა" მებოთი გავიმარჯვებდი, მაინც ვერ ვიქნებოდი ბედნიერი.

იმედია კარგად აგიხსენით ჩემი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და მგონია, რომ თქვენ ამას გამიგებთ. თქვენ გიყვართ მებო, როგორიც მე ვარ. ჩემი გიტარით, ჩემი სევდიანი სიმღერებით და ისტორიებით. ბევრი თქვენგანი მწერდა, რატომ იცვლები მებოო, რატომ აღარ მღერი შენი სტილის სიმღერებსო. სინამდვილეში მებო არ იცვლება, უბრალოდ მის შეცვლას ცდილობდნენ და არ შეიცვალა. მე ისევ ის ვარ - ერთი უბრალო მუსიკოსი, რომელიც ყოველთვის ძალიან ბედნიერდება, როცა ერთი ადამიანი მაინც უსმენს მის შექმნილ სიმღერას და რომელიც ყოველთვის წითლდება და არ იცის სად წავიდეს, როცა რამე კარგს ეუბნებიან.

უკვე დღეიდან აქტიურად ვუბრუნდები საკუთარი მუსიკის კეთებას. ისე მომენატრა ჩემი გიტარა, ჩემი უკულელე, ჩემი პიანინო, ჩემი მუსიკა. დიდი მადლობა რომ ჩემ გვერდით ხართ! ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებით უახლოეს მომავალში! უფრო საინტერესოს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ფინალში დავრჩებოდი და ვიმღერებდი ისეთ სიმღერებს, რომლებზეც თქვენც გული დაგწყდებოდათ და მეც არ ვიქნებოდი კმაყოფილი და ბედნიერი.

ცხოვრებაში მთავარი ადამიანური ურთიერთობები და სულის და სინდისის სიმშვიდეა. მე მშვიდი სულით და სუფთა სინდისით ვიღვიძებ დღეს დილით, რადგან აღარ მიწევს ისეთი რაღაცის კეთება, რაც არ მინდა და თანაც, ვცადე ყველაფერი, არ გამოვიდა და მხოლოდ ამის მერე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, დიდი მადლობა თითოეული ზარისთვის, თითოეული კომენტარისთვის, თბილი მესიჯისთვის. ძალიან მივყარხართ! მინდა იცოდეთ, რომ იქს ფაქტორი იყო უმცირესი ეტაპი და სწორედ ამ ეტაპის მერე უფრო დიდი დოზებით გამოვჩნდები მუსიკალურ სივრცეში. "არ მოგასვენებთ" ახალი სიმღერებით და კონცერტებით!

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ყველას გააგებინეთ ეს ამბავი, არ მინდა ვინმემ არასწორად გაიგოს რაიმე სხვისგან ან უფრო ცუდი – მთელი კვირის მანძილზე დამირეკოს და მერე გაიგოს, რომ აღარ ვარ პროექტში.

მიყვარხართ,

თქვენი მებო“, - წერს ნუცუბიძე. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9232
EUR3.2395
GBP3.5561
RUB4.4227
თბილისი 19°-31°
ქუთაისი 21°-31°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia