www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:54 04.07.2014
რამდენ მილიონს ფლობს ია ფარულავა
ამბები.ჯი

Ambebi.ge გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელშიც ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ქართველებზე გიამბობთ. ამჯერად ჩვენი რესპოდენტი ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავაა. რა ქონებას ფლობს, და აქვს თუ არა ბიზნესი, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

- არაერთხელ ითქვა, თითქოს რაღაც ბიზნესწილებს ვფლობ, რამდენიმე მაღარზიის მეპატრონე ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ერთმა ადამიანმა ისიც კი მკითხა, Ambebi.ge ხომ შენიაო, რაზეც გამეცინა. ახლა არ ვმუშაობ, ჩემი შემოსავლის წყარო სატელევიზიო კონტრაქტებია, რომელიც "რუსთავი 2"-თან მაქვს. თუ დაიწყო სექტემბრიდან, ისევ ვიქნები "ნიჭიერის" ჟიურის წევრი, წინასწარ დეტალებზე საუბარი არ მინდა.

მქონდა შემოთავაზება "რუსთავი 2"-დან და "იმედიდანაც" კვირაში ერთხელ წამეყვანა გადაცემა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვი. არ შემიძლია ასე მუშაობა. მირჩევნია პროექტები, ჩემს ქმარსაც აქვს შემოსავალი და რატომ უნდა ვიწვალო? რომ მიჭირდეს, დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას. რამდენიმე წლის წინ, როცა "დღის შოუს" წაყვანას დავთანხმდი, მჭირდებოდა სამსახური და ამიტომ მივიღე ის შემოთავაზება. 

- რამდენ ნულიანია თქვენი ხელფასი?

- რა თქმა უნდა, სამ ნულიანი. 

- რა სახის უძრავ ქონებას ფლობთ?

- 3 საკუთარი უძრავი ქონება მაქვს. ეს არის, ბანკის მიერ მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აბანოთუბანში. რამდენჯერმე შემომთავაზეს მილიონი ამ სახლში, მაგრამ ამ ფასად იმ სახლის გაყიდვა დამენანა. ასევე მაქვს პატარა ბინა ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც 85 ათას დოლარად არის შეფასებული და ორსართულიანი სახლი ნუცუბიძეზე, რომლის ღირებულებაც 250 000 დოლარს შეადგენს. რას ვაქირავებ და რა შემოსავალი მაქვს, არ დავკონკრეტდები. ტარიელსაც აქვს სამი ბინა და საკუთარი შემოსავალი. არ მიჭირს, მაგრამ იმდენიც არ მაქვს, პარიზში და მილანში ვიშოპინგო და თავზე დავიმხო ყველაფერი. 

- თქვენი ქმრის ჰონორარი რამდენია?

- რამდენიმე ათასზეა საუბარი. ტარიელი ახლაც გერმანიაშია მიწვეული, კონცერტები აქვს. სამ თვეში ერთხელ აუცილებლად ეპატიჟებიან კონცერტების ჩასატარებლად. ბოლო დროს დიდი პაუზა გამოუვიდა, რადგან გია ყანჩელის პროექტზე მუშაობდა. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ მილიონერი ვარ.

- რა მანქანა გყავთ?

- არ მკითხოთ, აზრზზე არ ვარ რა მანქანა მყავს. "მერსედესის" მარკის რაღაც კარგი მოდელია. 2007 წლის მოდელია და ახლანდელი მდგომარეობით 22 000 დოლარად გავყიდი. 

- ბანკის ვალი თუ გაქვთ?

- არ მაქვს. 4 წლის წინ მქონდა მანქანის გამო კრედიტი აღებული. წესით საკუთარი ბიზნესი კი უნდა მქონდეს. ჩემი მეგობარი ბიზნესმენი ქალბატონები მეუბნებიან, გარისკე, რისკის გარეშე არაფერი გამოვაო, მაგრამ ვერ ვრისკავ. შემიძლია თუნდაც სასტუმროს გაკეთება აბანოთუბანში მდებარე სახლში, მაგრამ ვერ გავრისკე. კი ვტოვებ გაბედული და უშიშარი ქალის შთაბეჭდილებას, მაგრამ ბიზნესი არ მესმის. ვცადე კრემების ბიზნესი, რომელიც საზღვარგარეთიდან შემომქონდა, მაგრამ ისიც არ გამომივიდა. აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი სხვას ვაჩუქე. ავიღოთ თუნდაც ჩემი წიგნი, რომელიც ახლა ძალიან გაპიარებულია, ყველა იყიდის, მხოლოდ ფეისბუქზე 47 ათასი ფანი მყავს და ნახევარმა მაინც რომ შეიძინოს, დიდი თანხა იქნება, მაგრამ ვერ ვყიდი, რადგან ყველა საჩუქრად დავარიგე. მოკლედ დებილი ვარ რა.

- წარბების ფორმების ბიზნესიც 

ამის გამო არ გამოგივიდათ?

- ის ბიზნესი არ იყო მოგებაზე გათვლილი. უფრო გართობა იყო. როცა ბიზნესლედი ხარ, უმოწყალო უნდა იყო, მე კი უარის თქმა არაფერზე შემიძლია, კეთილი ვარ და ასე ბიზნესის აწყობა არ გამოვა. 

- ყოფილი ქმრებისგან რა ქონება დაგრჩათ?

- ყოფილმა ქმრებმა ნერვების დაგლეჯვის მეტი არაფერი დამიტოვეს, იქეთ გამწეწეს. 

- ქველმოქმედი ხართ?

- არ მიყვარს, როცა ქველმოქმედების აფიშირებას ახდენენ ადამიანები. რაც შემიძლია მაქსიმალურად ვაკეთებ. თუ საქველმოქმედო კონცერტი ტარდება, მასშიც აქტიურად ვერთვები, სხვის გამო ყველგან შემიძლია დავრეკო, რასაც საკუთარი თავის გამო არ გავაკეთებ. მგონი ამით გამორჩეული არ ვარ, უმეტესობა ასეთია.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.847
EUR3.2356
GBP3.6143
RUB4.5039
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 22°-29°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia