www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:08 06.07.2014
”ვო ტაკ!” - ვინ არის პატარა მეგრელი გოგონა, რომელის ვიდეოც სოციალურ ქსელში აიტაცეს
კვირის პალიტრა

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ერთი პატარა მეგრელი გოგონას ვიდეო სახელწოდებით: "ვოტ ტაკ!" გავრცელდა: გოგონა კამერის წინ საოცარი მანერებით, მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ჰყვება ამბავს, თუ როგორ გააბრაზა მეგობარმა, როგორ უმადურად მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ფულით დაქალს შოკოლადი "ოზმოც" კი უყიდა. მოკლედ, პატარა ნინია წუხს იმაზე, რომ მადლობაც არ გადაუხადეს... ვიდეო სოციალურ ქსელში მაშინვე პოპულარული გახდა, მოიარა ყველა საიტი, უამრავმა ადამიანმა მოიწონა და "ფეისბუქის" პირად გვერდებზეც ატვირთეს და გაიზიარეს. 

ამ პატარა გოგონას ვინაობით დავინტერესდი და დავადგინე, რომ ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯვარში ცხოვრობს. შვილის შესახებ ნინია ციმინტიას დედას, ლანა შენგელიას ვესაუბრე: 

- ნინია ჯერ 5 წლის არ არის. ორი ვაჟკაცის შემდეგ მისი ამ ქვეყნად მოვლენა ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი სიხარული იყო. ის უფროსი ძამიკოს, დაჩის დაბადების დღეზე გაჩნდა. 

- ოჯახის ნაბოლარა შვილია და ალბათ, ანებივრებთ...

- ვერ გეტყვით, რომ განებივრებულია, არ მიყვარს, როცა პატარას ყველა სურვილს უსრულებენ. ზომიერება ყველაფერში საჭიროა. 

- რას გვეტყვით მის ცნობილ ვიდეოზე და იქ ასახულ თქვენი შვილის ემოციებზე?

- ძალიან გულწრფელია ვიდეოში მისი ემოცია, თუმცა იცის, რომ უღებენ და ცოტას თამაშობს კიდეც, სხვადასხვა მიმიკას იღებს... იმ კონკრეტულ ვიდეოში ნათესავის გოგონა სანდრაზეა ნაწყენი, რომელმაც მასთან თამაში რატომღაც არ ისურვა. იმაზეცაა შეწუხებული, რომ მისთვის "ოზმო" ჰქონდა ნაყიდი და მისგან ერთი მადლობაც ვერ მიიღო... მოკლედ, იმ დღეს სანდრას სახლიდან გაბრაზებული წამოვიყვანე, მაგრამ რაც მთავარია, წყენა გულში დიდხანს არ დაუტოვებია და მეგობართან შემდეგი შეხვედრისას ის გაბრაზება არც კი ახსოვდა, ერთმანეთის ნახვა ისე გაუხარდათ! 

- ვინ უღებს ვიდეოს?

- ჩვენი ნათესავი ლანა ქარდავა მას სხვადასხვა ხასიათის სახალისო ვიდეოს უღებს და თავის "ფეისბუქის" გვერდზე ტვირთავს. ბევრს ვხალისობ ადამიანების კომენტარებზე. უღრმესი მადლობა ყველა იმ ნაცნობ თუ უცნობს, რომლებიც ესიყვარულებიან და ჩემს გოგონას კეთილ სურვილებს უგზავნიან. ყველა დედას დაულოცოს შვილი!

- რაზე ოცნებს პატარა ნინია?

- მისი სურვილია, რომ ექიმი გამოვიდეს და ყველას უმკურნალოს. ძალიან განიცდის, როცა გაიგებს, რომ ამა თუ იმ პატარას დედა ან მამა არ ჰყავს. ხშირად შემოუთავაზებია - ვინახულოთ და საჩუქარი მივუტანოთ, ცოდოაო. ჩვენც შეძლებისდაგვარად ამას ვახერხებთ...

ლანა ქარდავა, ადამიანი, როემლიც გოგონას ვიდეოებს უღებს და ინტერნეტით ავრცელებს:

- ნინია ჩემი უმცროსი მეგობარია, დაქალი (იცინის). ძალიან თბილი, ჭკვიანი და საყვარელია ჩვილობიდან. მისი ვიდეოები ხალხს ისე მოსწონს, რომ "ფეისბუქის" გვერდებზე აზიარებენ. ბევრს მატრაკვეცა ჰგონია, მაგრამ სცდება... 

- ვიდეოდან, რომელიც გადაუღეთ და სადაც მეგობარზე ბრაზობს, ჩანს, რომ უმადურობა არ უყვარს...

- კი, პატარა სამართლიანი ადამიანია. მეგობარს შოკოლადი "ოზმო" უყიდა და მისგან მადლობაც ვერ მიიღო, ამაზე გული დასწყდა... 

- როდესაც ვიდეოს უღებთ, არ აპროტესტებს?

- მერე იმ გადაღებულ მასალას თვითონ მორცხვად უყურებს ხოლმე. პაროდიის საოცარი უნარიც აქვს. ბევრ ადამიანს ბაძავს... სოციალურ ქსელში მისი რამდენიმე ვიდეო მაქვს სხვადასხვა დროს ატვირთული, მაგრამ ბოლომ საოცარი მოწონება დაიმსახურა. "იუთუბზეც" ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia