www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:02 07.07.2014
"ვაკელი" აქლემი "ქმარს" ეძებს, მისი პატრონი კი - ცოლს...
კვირის პალიტრა

"ჩინის მეორედ ადანაშაულებენ ადამიანებზე თავდასხმაში"

"მას ახლა სქესობრივად აქტიური პერიოდი აქვს და  მამალი აქლემი ესაჭიროება. იმის გამო, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს ვერ იკმაყოფილებს, ძალიან მალე ღიზიანდება"

"მინდა, აბრეშუმის გზაზე აქლემების ქარავანი ისევ დადიოდეს"

რამდენიმე თვის წინ საბურთალოს ქუჩაზე მოსეირნე უცხოელ ტურისტსა და მის აქლემზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ეგზოტიკური ცხოველი, რომელიც ზოოპარკშიც არ გვყავს, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში თავისუფლად დასეირნობსო, - წერდნენ სტატუსებად. "ვაკელ აქლემად" მონათლული ცხოველის ფოტოებმა სოციალური ქსელი მოიარა, თუმცა, მისი საქართველოში მოხვედრის ამბავი ბევრმა არ იცის... გავრცელებული ინფორმაციით,  რამდენიმე დღის წინ აქლემი გამვლელებს თავს უკვე მეორედ დაესხა... ეგზოტიკური ცხოველი ამჟამად იპოდრომის ტერიტორიაზე ბინადრობს.

- გაიცანით, ეს 14 წლის ჩინია, -  მეუბნება აქლემის პატრონი, შვეიცარიელი გორჰან ჯი ტა ჰანიდა და თავლაში ჩაიზე მეპატიჟება. დაახლოებით 100 მეტრი სიგრძისა და 50 მეტრი სიგანის გადახურული ტერიტორია მთლიანად უცხოელ მოგზაურს აქვს ათვისებული. პირველი, რაც შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ, თავლის შუაგულში ქვიშაზე წამოწოლილი აქლემია. მასპინძელი მიხსნის, რომ ორკუზიანი აქლემის ეს უნიკალური ჯიში მსოფლიოში სულ ათასამდეა შემორჩენილი. სანამ უცხოელი მასპინძელი ჩაის ამზადებდა, მის ქართველ მეგობარს, აკიმს გავესაუბრე:

"გორჰანი 56 წლის არის. შვეიცარიაში, ერთ-ერთ ბოშათა ბანაკში დაიბადა. ამბობს, რომ მოხეტიალე ცხოვრების დაუოკებელი სურვილი გენებში აქვს გამჯდარი. 

აბრეშუმის გზის დალაშქვრა 24 წლის წინ დაიწყო და ყველა იმ ქვეყანაში გაშალა ბანაკი, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა. 38 ქვეყანაში უკვე იმოგზაურა, საქართველო 39-ე ქვეყანაა, სადაც კარავი დასცა. მალე ორი წელი გახდება, რაც საქართველოშია. ჩინის გორჰანი პატარაობიდან ზრდის. მათი მოგზაურობა თურქმენეთიდან იწყება. გრძელი მარშრუტის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ. ასტრახანში უნდა გადაეყვანა, სადაც ორკუზიანი აქლემები ბინადრობდნენ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ. უკვე ერთი წელია, რაც ამ შენობაშია, მანამდე ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა თავის ცხოველებთან ერთად (გორჰანს თხები, ქათმები, ძაღლები და კატებიც ჰყავს. - ავტ.) და ზამთარიც გარეთ გაატარეს. მერე ვიღაცებს ვთხოვეთ, აქ შემოეშვათ".

გორჰანი პროფესიით ფსიქოლოგი და ვეტერინარია. სამი ქორწინებიდან შვიდი შვილი ჰყავს. სამივე ცოლს სხვადასხვა ქვეყანაში გადაეყარა. ახლა ქართველ ქალს ვეძებო, - ამბობს. სანამ შვეიცარიელი მოგზაური ქართველ ცოლს ეძებს, "ვაკელ აქლემს" უკვე მეორედ ადანაშაულებენ ადამიანებზე თავდასხმაში. გორჰანი მიხსნის, რომ ჩინის ახლა განაყოფიერების აქტიური პერიოდი აქვს და ცოტა გაღიზიანებულია... იმის გამო, რომ საქართველოში ერთადერთი აქლემია, მისთვის მეწყვილეს მეზობელ ქვეყნებში ეძებს, თუმცა, ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც მოგზაურს არა აქვს. 

გორჰან ჯი ტა ჰანიდა: - მას ახლა სქესობრივად აქტიური პერიოდი აქვს. იმის გამო, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ვერ იკმაყოფილებს, ძალიან მალე ღიზიანდება. 

- იმიტომ დაერია გამვლელებს?

- ეს ასე არ ყოფილა. ქვა ესროლეს და ამიტომ გამოეკიდა... 

- გავიგე, რომ რამდენიმე დღის წინ მამაკაცს დაესხა თავს...

- ბევრჯერ მინახავს, რომ რაღაცებს ესვრიან. ერთხელ ეზოში მყავდა გაყვანილი, ხეზე მივაბი და ცოტა მოშორებით საპირფარეშოში შევედი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დავბრუნდი და ვხედავ, ვიღაც ჯოხს უქნევს. ვუთხარი, შეჩერდი-მეთქი, მაგრამ მან პატრული გამოიძახა... ეს დაახლოებით სამი კვირის წინ იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჯარიმის გადახდაც დამაკისრეს, მაგრამ ეს ტყუილია. შემიძლია იქით ვუჩივლო ჩემი აქლემის შეურაცხყოფისთვის... 

საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი აქ დასახლება არ ყოფილა. მინდა მივმართო კეთილ ადამიანებს, - ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანია აბრეშუმის გზის საქარავნო გზის აღდგენა, მინდა ქარვასლის ცენტრი საქართველო იყოს. ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც აქლემების გამრავლებას, მათ მოთვინიერებასა და კიდევ სხვა საკითხებს მოიცავს. მინდა აბრეშუმის გზაზე აქლემების ქარავანი ისევ დადიოდეს. თუმცა, მანამდე ჩინის პრობლემა უნდა მოვაგვარო. 

მინდა ყველა ქველმოქმედს მივმართო, რომ დამიფინანსონ აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი და მაყიდვინონ მამალი აქლემი ჩემი ჩინისთვის. 

თუ არაფერი გამომივიდა, ჩინის აზერბაიჯანში გადავიყვან და იქ ვუშოვი მამალ აქლემს...

- ალბათ, ძნელია ცხოველების მოვლა...

- ცხოველები დილის 6 საათზე გამყავს საბალახოდ და 9 საათზე ისევ აქ ვბრუნდებით.  შემდეგ იოგას დრო დგება. 10-11 საათზე ვსაუზმობ, შემდეგ თხას ვწველი და ცოტაოდენ ყველს ვაკეთებ. საღამოს  სტუმრად მეგობრები მოდიან, ხან მე მივდივარ მათთან... ხედავთ, როგორ პირობებში ვართ? სამწუხაროდ, აქ ხშირად მოდიან ნასვამი მამაკაცები, რომლებიც გარედან ქვებს მესვრიან. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბოროტმა ადამიანებმა ნემსებგაყრილი სოსისი გადმოუგდეს ჩინის საჭმელად და სიკვდილს რამდენჯერმე გადავარჩინე... 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გორჰანის წვრილფეხა საქონელს სამი ახალი წევრი შეემატა. ერთ-ერთ თხას ქართული სახელი, "გელოდი", დაარქვა. ძაღლი ბობი, მამალი ყიყლიყო, აქლემი ჩინი და ახლა უკვე თხა გელოდი, განუყრელი მეგობრები არიან. ხის ეტლი, რომელიც "ცხოველთა ბანაკის" ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, დღეს პატრონის საძინებელია. ეტლი იმდენად მძიმეა, რომ მისი ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ორ აქლემს შეუძლია. გორჰანს ორი აქლემი ჰყავდა. სამი წლის წინ თურქეთში ყოფნისას  28 წლის ორკუზიანი აქლემი მოუკვდა... 

ჩინი ისევ თავლის შუაგულში წევს და დაუსრულებლად იღეჭება. მინდოდა მასთან ერთად ფოტო გადამეღო, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გავბედე, თუმცა, შორიდან "სელფი" მაინც გადავიღე. 

გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელი დღეს გასაჭირშია. ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამალი აქლემის პოვნაა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 3°-14°
ბათუმი 6°-11°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia