www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:51 15.07.2014
"ბანის" განმარტება: "მინდა, ხალხს ბოდიში მოვუხადო მთელი ჯგუფის სახელით"
კვირის პალიტრა
"შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება"

"ზოგი სულ გაშიშვლდა კამერის წინ და ეს ამბავი არ ყოფილა, რაც ჩვენზეა"

"აზრადაც არ მოგვსვლია ქართული ფოლკლორისთვის შეურაცხყოფის მიყენება"

"რა თქმა უნდა, ვნანობთ, რადგან არ არის სასიამოვნო, ის ხალხი, რომელსაც ძალიან აფასებ და გიყვარს, ახლა ასეთი საშინელი განწყობით რომ არიან ჩვენს მიმართ... შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება"- ამბობს ანსამბლ "ბანის" სოლისტი - მათე ფირცხალავა... საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვა მათ მიერ შესრულებულ "რაჭულს"

მათე ფირცხალავა:

- ნამდვილად არ მოველოდით, ასეთ რეაქციას თუ გამოიწვევდა ხალხში ეს ნომერი. უბრალოდ, გასართობი გადაცემა იყო. არც კი გვიფიქრია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო მთელი ჯგუფის სახელით…

- ითქვა, რომ ეს პირველ რიგში ქართული ფოლკლორის დიდი შეურაცხყოფა იყო...

- აზრადაც არ მოგვსვლია ქართული ფოლკლორისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ყველაფერს ასეთი ცუდი კუთხით ნუ შევხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უბრალოდ გასართობი შოუ იყო, რაც ხალხმა ძალიან არასწორად მიიღო. ზოგი კამერის წინ გაშიშვლდა და ამას არ მოჰყოლია ისეთი აჟიოტაჟი, რაც ჩვენ შესრულებას მოჰყვა.

- ქართულ ფოლკლორში ასეთი თამამი ნაბიჯი ჯერ არ ყოფილა...

- რა გითხრათ შეიძლება არც იყო მისაღები ყოველივე ეს ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რაც კი მოესურვებათ ყველაფერი გვაკადრონ. გასაგებია, რომ არ მოეწონათ, მაგრამ ცენზურა მაინც დაიცვან.

- ახლა, როცა ხალხის დამოკიდებულება თქვენს მიმართ შეიცვალა, ხომ არ ნანობთ ამ ნაბიჯს?

- რა თქმა უნდ,ა ვნანობთ, რადგან არ არის სასიამოვნო, ის ხალხი, რომელსაც ძალიან აფასებ და გიყვარს, ახლა ასეთ საშინელი განწყობით რომ არის ჩვენს მიმართ...

- ასეთ ნაბიჯს ბევრი პოპულარობის მოსაპოვებლად დგამს. თქვენ ხომ ისედაც იყავით პოპულარულები?...

- ეს პოპულარობისთვის არ გაგვიკეთებია.…როგორც უკვე ავღნიშნე, ეს გასართობი გადაცემა იყო და ჩვენც უბრალოდ გასართობად მივედით. რას წარმოვიდგენდით, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?!

- როგორ აპირებთ ისევ დაიბრუნოთ ხალხის ნდობა და სიყვარული?.. ეს ძალიან რთული იქნება..

- კი ნამდვილად რთული იქნება... იმ ხალხს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით, ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო... ახლა ჩვენ ალბომზე ვმუშაობთ და ოქტომბრისთვის უკვე დავასრულებთ... იმედი გვაქვს, ხალხის რეაქცია ასეთი აღარ იქნება. შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება...

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-8°
მთავარი