www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:38 28.07.2014
გაიძვერობა და ზოდიაქოს ნიშნები
კაკაო.ჯი

ვერძი იმპულსური არამზადაა  და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის ან მაშინვე იხდის ბოდიშს ხმაურითა და მთელი თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალვე იგივე ჩაიდინოს), ან საერთოდ არ იხდის, რადგან სიამაყე არ აძლევს ნებას. თავს კი იმართლებს სიტყვებით: „რაღაც მეტაკა", „ავიჭერი" და მსგავსი რეპლიკები.

კურო  ანგარიშიანი არამზადაა. ის ვერძის ანტიპოდია. მისთვის ზედმეტია შეკითხვა: „ხვდები რას აკეთებ?!" - მშვენივრად ხვდება! უფრო მეტიც - წინასწარ გათვალა სად დაერტყა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო. თავს კი ასე იმართლებს: „შენ ეს დაიმსახურე!"

ტყუპები  არასერიოზული არამზადაა. უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ვერ ხვდება რომ არამზადასავით იქცევა (საკუთარ ქმედებებს ანალიზს არ უკეთებს), ჩადენილ სისაძაგლეს კი 5 წუთში ივიწყებს.  თავის გამართლებისას შემდეგ სიტყვებს მიმართავს: „შენ რა, გეწყინა?! რატომ?!"

კირჩხიბი  მთელი თავისი არსებით არამზადაა და თან თავი ისე მოაქვს, რომ თითქოს ეს თქვენა ხართ არამზადა, ის კი - მსხვერპლი. და ასე იქნება ყოველთვის, მაშინაც კი თუ თვითონ 10-ჯერ მეტს აშავებს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს იმაზე, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს რა უდიერად ექცევით მას - საწყალს. თავს იმართლებს სიტყვებით: „შენ გამომიწვიე.."

ლომი  თვითკმაყოფილი არამზადაა. მისი გაგებით, თავად ყველაზე მაღლა დგას, სხვა კი მხოლოდ ნაგავია მის ფერხთით. ამ გადმოსახედიდან ვითარდება ყოველი მისი სისაძაგლე. თავს იმართლებს სიტყვებით: „მე ასე მინდა!"

ქალწული  შურისმაძიებელი და ბოღმიანი არამზადაა. თუ როდესღაც სადღაც თქვენ მის გზაზე გადაიარეთ (ან სულაც რაიმე არასახარბიელო გამოთქვით მისი მისამართით) - სამაგიეროს მიიღებთ! მთელი ეს წლები ის უბრალოდ ელოდა ხელსაყრელ მომენტს. თავს ან გულუბრყვილო გამომეტყველებით იმართლებს: - „მე? ეს როგორ გაიფიქრე ჩემზე?!", ან ტრიუმფალური გამომეტყველებით: „აი, გახსოვს?!.."

სასწორი  მშიშარა არამზადაა. საერთოდ ის პირველ ადგილზეა არამზადათა რეიტინგში - საზიზღარი, ამორალური არსება: აქ იცრუებს, მანდ ცილს დასწამებს, იქ - გასცემს და უღალატებს... და ამ ყველაფერს  შიშის გამო აკეთებს. თავს კი არანაირად არ იმართლებს - ძირს გამოუთხრის და მიიმალება.

მორიელი პრინციპული არამზადაა. პრინციპების გამომწვევი კი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - არა აქვს მნიშვნელობა. მისი მსოფლმხედველობის მიხედვით თქვენ დაარღვიეთ რაიმე სახის აკრძალვა და უნდა დაისაჯოთ. ის საკუთარ თავს სამართლიანობის აღსადგენ იარაღად თვლის. ამაყად აზიდავს  ცხვირს და თავსაც არ იმართლებს.

მშვილდოსანი სკანდალური არამზადაა. ის არ ერიდება ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებს, უდიდეს სიამოვნებას იღებს ჩხუბისგან როგორც ასეთი. მისი თავის მართლება კი უშინარსო სიტყვების რახარუხია ტონის აუწევლად.

თხის რქა  შეზღუდული არამზადაა. მასში კუროს გულგრილობასა და ლომის ეგოიზმს  თხის რქებისთვის დამახასიათებელი  განუმეორებელი სისულელე და გაუმაძღრობა ემატება ზემოდან საკმაზად. ბოლოს კი თავს შემდეგი სიტყვებით იმართლებს: „ასე გამოვიდა..."

მერწყული  ცინიკური არამზადაა. ის დამსახურებულ II ადგილს იფერებს არამზადათა შორის. სისაძაგლეს მხოლოდ იმის გამო ჩაიდენს, რომ გაიცინოს თქვენს ტანჯვაზე. მას თანდაყოლილი უგულობა სჭირს და არ დაეძებს სხვის ტკივილს. თავის მართლების მაგივრად კი გადაიხარხარებს.

თევზები  უგულო არამზადაა... ვინმე საშველად რომ იხმობდეს, ფანჯარას მიხურავს და თბილად გაეხვევა საბანში. არ მოვა თქვენს სანახავად საავადმყოფოში, სადაც შეიძლება უკანასკნელ დღეებს ითვლიდეთ.  და საერთოდ ყველაფერში ასეთ გულგრილობას იჩენს. როცა თავის მართლების დრო მოვა, „ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, ძმაო"! - ესაა მისი სიტყვები.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
JimmyNew2019-04-19 01:31:25
cialis qual dosagem tomar
<a href="http://cialisec.com/">cialis online</a>
cialis vs viagra user reviews
<a href="http://cialisec.com/">cialis generic</a>
cialis maximum dose

ThomasToopy2019-04-19 08:35:44
cialis 20 mg 4 tab
<a href="http://cialisdxt.com/">buy generic cialis</a>
cialis 5mg tablets
<a href="http://cialisdxt.com/">generic cialis</a>
cialis 100mg plus dapoxetine 60mg)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6939
EUR3.0323
GBP3.5053
RUB4.2087
თბილისი 4°-9°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia