www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:31 29.07.2014
„5 ტყვიით ყოფილმა ქმარმა იმ საღამოს მოკლა, როდესაც სალომემ გენინსპექციას მიმართა“
ამბები.ჯი

25 ივლისს, ზესტაფონში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძე მკვლელობის დღეს შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებოდა. მოქმედი პოლიციელის სერგი საცერაძის ქმედებებთან დაკავშირებით მან სწორედ ამ დღეს მიმართა პოლიციას.         ამის შესახებ Ambebi.ge-ს სალომეს ოჯახის ახლო ნათესავმა განუცხადა. მისივე ცნობით, დღეს, 28 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საცერაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი აღმკვეთ ღონისძიებად 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით - "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

- პარასკევს, მკვლელობის დღეს, სალომე დაბარებული იყო შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვის წინ მას სერგი საცერაძემ ხელი დაარტყა. ამის გამო სალომეს პოლიციისთვის მიუმართავს. მისი ყოფილი ქმარი გაფრთხილებულიც იყო. 25 ივლისს კი, ქუთაისში - პოლიციის შესაბამისს სამსახურში სალომე იყო დაბარებული, რაც ალბათ ოფიციალურადაც დაფიქსირებულია. როგორც სალომეს ოჯახის წევრები ყვებიან, მკვლელობის დღეს საცერაძე ორჯერ მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს. დაახლოებით საღამოს 7-8 საათი იყო, როცა სალომე ქუთაისიდან ზესტაფონში დაბრუნდა. ტრანსპორტის გაჩერებიდან, რომელიც სალომეს სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით არის, სალომეს დედამისისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ სახლთან ახლოს იყო და ბავშვი გაემზადებინა დასაბანად. რომ აღარ დაბრუნდა 20-30 წუთის მერე, დადამისმა გადაურეკა და სალომე ტელეფონს აღარ პასუხობდა. მეზობლების ინფორმაციით, სალომეს ყოფილი ქმარი დახვდა. ისიც ითქვა, რომ საცერაძე ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სალომეს მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მას ყოფილი ქმარი მანქანაში ან ძალით, ან დაშინებით ჩასვამდა, რადგან ნებით ის არ გაყვებოდა. საცერაძემ სალომე მიიყვანა პარკში. როგორც ამბობენ, სალომესთვის იქ მის ყოფილ ქმარს უთქვამს, რომ თუკი ის უბედური იქნებოდა, არც მას აცოცხლებდა. ესროლა ხუთი ტყვია – ორი მოხვედრი აქვს გულ-მკერდის არეში, ორი - მუცელში და ერთი – ხელში. იყო ნასვამ მდგომარეობაში.

- რამდენი ხნის

დაშორებული იყო სალომე ქმართან?

- სერგი საცერაძემ სალომე მოიტაცა, როცა სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული. იყო მეჩვიდმეტე წელში. დაახლოებით 4-5 თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეუღლეს დაშორდა. პირადად სალომესაგან ვიცი, რასაც ასევე მისი მშობლემიც ამბობენ, რომ ეს ბიჭი თამაშობდა. რაც კი ამ გოგოს ებადა, ყველაფერი გაუყიდა, ჰქონდა ბევრი ვალი. მათი დაშორების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეს იყო.

- დაშორების შემდეგ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- უკვე წელიწადნახევარია, რაც დაშორდა. დაახლოებით ექვსი თვის წინ, როგორც უკვე გითხარი, სალომეს ყოფილი ქმარი ფიზიკურად შეეხო, ხელი დაარტყა. ზოგადად, მათი პირადი ურთიერთობის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ეს ბიჭი სალომესთან ოჯახში მიდიოდა და ბავშვი მიყავდა. ამ ფაქტის შემდეგ კი, სალომეს მშობლებმა საცერაძეს სახლში ასვლა აუკრძალეს და როცა ბავშვის წაყვანა უნდოდა, მას შვილს სახლის ჭიშკართან ახვედრებდნენ და ასე ატანდნენ.

Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სალომე ჯორბენაძემ მკვლელობის დღეს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

სალომე 19 წლის იყო. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო "მის იმერეთი" და გატაცებული იყო სამოდელო საქმით. 
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
სექტემბერი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ვალუტა ამინდი
USD3.2878
EUR3.8415
GBP4.2255
RUB4.1711
თბილისი 12°-20°
ქუთაისი 18°-27°
ბათუმი 19°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia