www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:44 15.09.2014
რომელ თითზე ვატაროთ ბეჭედი
people.ge

ჩვენ შორის, სერიოზულად ალბათ არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რომელ თითზე გაიკეთოს ბეჭედი. თუმცა არსებობს მეცნიერება, რომელიც გვეუბნება, რომ ამ საკითხს სერიოზული მიდგომა სჭირდება.

 

ნეკა თითი - ძველი თქმულებების თანახმად, პატარა თითი პასუხისმგებელია სიტყვისა და კონტაქტების დამყარების უნარზე. რეკომენდირებულია, რომ ამ თითზე გავიკეთოთ ყვითელი ქვები: ქარვა, ტოპაზი, ან მწვანე ქვები, მაგალითად ზურმუხტი. თუ თქვენ დაკავებული ხართ ბიზნესით, გსურთ ჯანმრთელი შვილები გყავდეთ და პრობლემები გაქვთ მხედველობაზე ნეკი თითი და ბეჭედი დაგეხმარებათ.

 

არათითი და შუათითი - თუ გინდათ, მიიზიდოთ სიყვარული და წარმატება, არათითი დაიმშვენეთ იმ ბეჭდით, რომელსაც ექნება წითელი ქვა: ლალი, ძოწი, ტურმალინი და სხვა. თუმცა არსებობს ძველი რწმენა, რომ თუ მარჯვენა ხელის არათითზე ატარებთ ვერცხლის ბეჭედს მარგალიტის თვალით, თქვენი ქორწინება იქნება ძლიერი და მყარი.

 

შუა თითს ყველაზე მეტად შეესაბამება მეწამული და შავი ქვები ვერცხლში, თუმცა მათი ხშირი ტარება არ ღირს. ატარეთ სამკაულები საქმიან შეხვედრებზეც. თუ გესაჭიროებათ შინაგანი სიმშვიდე, მაშინ თქვენ გესაჭიროებათ ამეთვისტო. ავი თვალისგან დასაცავად კი მარცხენა ხელზე ატარეთ ობსიდიანი (ვულკანური მუქი ფერის მინა). თუ გსურთ დაარწმუნოთ თანამოსაუბრე თქვენს სიმართლეში, შუა თითს მთვარის ქვა უნდა გიმშვენებდეთ.

 

საჩვენებელი თითი -  ამ თითზე საჭიროა გეკეთოთ საფირონი და აკვამარინი, რომელიც შეგმატებთ ძალას და დაგიცავთ მოგზაურებს სხვადასხვა ხიფათებისგან. ბიოენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოპალი (მინერალური ქვა) აძლიერებს ნათესაურ კავშირებს.

 

დიდი თითი - პასუხისმგებელია თავზე, კისერზე და ხერხემალზე. მოირგეთ ამ თითზე ვერცხლი, თეთრი ოქრო ან ალმასი. ჯანმრთელი სხეული, ჯანმრთელი სული ამას გვპირდებიან ბიოენერგეტიკოსები თუ ხელის დიდ თითზე ბეჭედს მოვირგებთ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8265
EUR3.0515
GBP3.6405
RUB4.4316
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia