www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:01 01.10.2014
პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მოგიწევთ დღეს გარკვეულ რისკზე წასვლა, რადგან დაანახოთ სხვებს თქვენი შესაძლებლობები. დაიკავებთ ლიდერის პოზიციას გინდათ ეს თუ არა.

კურო - დღეს ჯობია დაისვენოთ, საქმეში გამართლებას არ ელოდოთ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ და ძილის წინ მიიღეთ ცხელი აბაზანა და აუცილებლად განიტვირთებით.

ტყუპები - დღე თქვენთვის შედარებით შფოთიანი და საინტერესო იქნება. ემოციები ცოტა მოთოკეთ, თორემ გარშემომყოფებთან შეიძლება ურთიერთობა გაგირთულდეთ. თქვენი საქმიანობა თქვენივე კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. შედეგის მისაღწევად არ მოგიწევთ გადაწყვეტილების შეცვლა.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და მოაგვარეთ მათთან ურთიერთობა. თავში ძალიან ბევრი აზრი მოგივათ, რომელიც მოსალოდნელია სამომავლოდ განახორციელოთ. ნერვულ სისტემას მიხედეთ.

ლომი - მაღალ საზოგადოებაში ტრიალებთ და სიამოვნებასაც ღებულობთ. ეს საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებაშიც გეხმარებათ. ბიზნესს ამ დღეს განსაკუთრებული მოგება მოაქვს. კმაყოფილი და თავდაჯერებული ოჯახშიც კარგად გრძნობთ თავს.

ქალწული - დღეს ბევრი ცვლილება გელით. მთელი პასუხისმგებლობა, გაბედულება და გონებამახვილობა უნდა გამოამჟღავნოთ. ყველაფერს ერთდროულად ნუ წაეპოტინებით, ნუ დაემორჩილებით პესიმიზმს. დღის მეორე ნახევარში საქმესთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებენ.

სასწორი - დღეს, წინა კვირას გადახედავთ და წარსულთან ნაწილობრივი დამშვიდობების სურვილი გაგიჩნდებათ. სცადეთ, დამოუკიდებელი მუშაობა დაიწყოთ, შეიმუშაოთ ახალი პროექტი. სხვა ბინაზე გადასვლის, მოგზაურობის, სამუშაოს შეცვლისა და პარტნიორთან ერთად სიახლის საუკეთესო დღეა.

მორიელი - მეგობრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ენდეთ ინტუიციას. გელით ბევრი სიურპრიზი.

მშვილდოსანი - კარგი იქნება, თუ მოგზაურობისგან თავს შეიკავებთ. ნუ ისესხებთ და ნუ გაასესხებთ ფულს. ნურც სხვის რჩევას გაითვალისწინებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებებისამებრ. ადვილად ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც დღეს ერთობლივ პროექტს შემოგთავაზებენ.

თხის რქა - გარშემომყოფები შეეცდებიან თქვენს ცხოვრებაში ცხვირი ჩაყონ. ეცადეთ, ამის უფლება არ მისცეთ. გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა, რათა კარიერაში პერსპექტიული წინადადებები მიიღოთ. გელით როგორც ვნებიანი სასიყვარულო თავგადასავლები, ასევე ემოციების გაცივებაც.

მერწყული - პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებს ერიდეთ. აკონტროლეთ ემოციები. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ. იყავით აქტიური და მიზანდასახული.

თევზები - დღეს შეიძლება დაგეგმილი არ გამოგივიდეთ, მაგრამ ნუ მოიწყენთ, სხვა საქმეებზე გადაერთეთ და საღამოს დაისვენეთ. ხვალ ყველაფერი გამოგივათ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9573
EUR3.2796
GBP3.8826
RUB4.6333
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 1°-12°
ბათუმი 3°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia