www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:09 06.11.2014
უმაგრესია: მაცივარზე დატოვებული საოცარი წერილი შვილს, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს
ლოლიპოპ.ჯი

წერილი მაცივარზე – შვილის აღზრდის კლასიკა!

ძვირფასო შვილო!

თუ ამ წერილს კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა ინტერნეტი გაგეთიშა. არ სცადო ჩვენს პროვაიდერთან დარეკვა.

აი, რა უნდა გააკეთო:

ჩვენი ქუჩის კუთხეში, აფთიაქში შედი, უყიდე ბაბუას წამალი – რეცეპტი შემოსასვლელში, სარკესთან დევს. ასევე, შედი სუპერმარკეტში – იყიდე 1.5 პროცენტიანი რძის ორი პაკეტი, დაჭრილი ბატონი და ერთი კოლოფი ჩაი. ბოსტნეულის განყოფილებაში, რომელიც გაჩერების გვერდითაა, იყიდე ორი კილოგრამი კარტოფილი, ნახევარი კილო ხახვი და ერთი თავი კომბოსტო. ყველა ჩეკი შეინახე.

მობილური ტელეფონი დამრჩა. დაურეკე მამას სამსახურში, უთხარი, რომ ეს ფოტოები დღეს კიდევ არ იქნება მზად. ასევე გადაეცი, რომ ვთხოვე სამრეცხაოდან თეთრეული წამოიღოს. დარეკვამდე სპეციალური პროგრამა გახსენი (კომპიუტერის დესკტოპზე მარჯვენა კუთხეში) და მამაშენის პასუხი ჩაიწერე.

იმეცადინე – მართალია, მხოლოდ მათემატიკა გაქვს მოსამზადებელი, მაგრამ არ ღირს საღამომდე მისი გადადება. გვერდები – 116, 121 და 118. გაითვალისწინე, მესამე ამოცანაში განტოლება უნდა შეადგინო.

ამის შემდეგ სახლი დაასუფთავე. როცა დალაგებას მორჩები, დაითვალე დისკების რაოდენობა და თაროზე დადებული სათამაშოებიც. ამის შემდეგ შეგიძლია ჩართო კომპიუტერი და გახსნა ლინკი: „http://დათვლილი ნივთების შეკრებით მიღებული რიცხვი“

შენ გაგეხსნება ფანჯარა, საიდანაც ინტერნეტის მართვას შეძლებ. წვდომა რომ მიიღო, შეიყვანე პირველი, მეორე და მესამე მაგალითის პასუხები, მაღაზიის ჩეკებიდან ფასების ბოლო ორ-ორი ციფრი და დააჭირე „ОК“-ს.

ამის შემდეგ შეგიძლია ინტერნეტით დატკბე. თუ ბიძაშენი დარეკავს და გეტყვის, რომ „სისტემური ადმინისტრატორია“ და დაიწყებს ჩხუბს, ჩაურთე მამაშენის პასუხი, რომელიც ჩაიწერე. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივა. მე საღამოს მოვალ და მოგიყვები ზღაპარს, თუ როგორ გატეხა ერთ დროს ერთმა პატარა ჰაკერმა გოგონამ მაიკროსოფტისა და არაბი ტერორისტების საიტის სერვერები.

გკოცნი! დედაშენი“

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2020
მაისი 2020
მაისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD3.1916
EUR3.4801
GBP3.889
RUB4.4615
თბილისი 12°-25°
ქუთაისი 16°-25°
ბათუმი 16°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia