www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:46 26.12.2014
საახალწლო ტკბილეული - რეცეპტები და მომზადების წესი

არსებობს უნიკალური საოჯახო ტრადიცია -  გამოვაცხოთ ნამცხვარი ახალი წლისთვის. რეცეპტებს რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ საუკეთესოა თქვენი სუფრის ლამაზად გასაფორმებლად. ამასთანავე საკმაოდ მარტივი მოსამზადებელიცაა. გთავაზობთ რამდენიმე  რეცეპტს და მომზადების წესს, გისურვებთ წარმატებას!

ნუშის ორცხობილა - ნამცვხვარი, სუფრის აქსესუარი და საჩუქარი ამ ორცხობილის გამოცხობა საშობადო გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში უყვართ. მზა ორცხობილა არომატული, უგემრიელესი და ფხვიერია. ინგრედიენტები: ფქვილი - 250-300 გრამი მცენარეული ცხიმი - 125 გრამი შაქარი - 150 გრამი კვერცხი - 1 ცალი ნუში - 100 გრამი ნუშის ესენცია - 2 წვეთი დარიჩინისა და ვანილის ნარევი - 1 ჩაის კოვზი მარილი - 1 მწიკვი მომზადების წესი ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ დაფქული ნუში, დარიჩინი და ვანილი და აურიეთ. ცხიმი და შაქარი ერთმანეთში შეურიეთ და ათქვიფეთ თეთრი მასის მიღებამდე. დაამატეთ კვერცხი და კვლავ ა თქვიფეთ. დაამატეთ ნუშის ესენცია და მიღებული მასა ფქვილს შეურიეთ. მიღებული ცომი ფოლგაში გადაახვიეთ და მაცივარში შედგით 2-3 საათით. ტრადიციულად ამ ცომისგან ნაძვის ხის ფორმის ორცხობილებს აცხობენ, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ. ღუმელი გაათბეთ 200 გრადუსზე. ბრტყელ ფორმაზე გაშალეთ ფოლგა. მოათავსეთ ცომი, ამოჭერით ფორმები და მოათავსეთ ღუმელში 5-7 წუთით.
ორცხობილა „ნაძვის ხის სათამაშო“ ეს უგემრიელესი ნაძვის ხის სათამაშოები აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებს და არ გაგიკვირდეთ, თუ ისინი ძალიან სწრაფად გაქრება ნაძვის ხის ტოტებიდან. ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრამი კვერცხი - 1 ცალი მცენარეული ცხიმი - 100 გრამი თაფლი - 200 გრამი შაქარი - 150 გრამი გამაფხვიერებელი - 2 ჩაის კოვზი მარილი - 1 მწიკვი კაკაო - 1 სუფრის კოვზი ვანილისა და დარიჩინის ნარევი - 1 სუფრის კოვზი მოსართავად: კვერცხი (მხოლოდ ცილა) – 2 ცალი შაქრის პუდრი - 300 გრამი საკვები საღებავები სხვადასხვა ფერის საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ ცხიმი, თაფლი, შაქარი, კაკაო, ვანილი და დარიჩინი. გაათბეთ საშუალო ცეცხლზე, ურიეთ დიდხაბს, სანამ ცხიმი და შაქარი არ გადნება. გადმოდგით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ფქვილში ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, მარილი და კვერცხი და შაქრისა და ცხიმის ნარევს შეურიეთ. მიღებულ ცომს ბუართის ფორმა მიეცით, გადაახვიეთ ფოლგაში და შედგით მაცივარში მთელი ღამით. გაათბეთ ღუმელი 180 გრადუსზე, საცხობ ბრტყელ ანივთს გადააფარეთ ფოლგა. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააპრტყელეთ ფოლგაზე და ამოჭერით ფორმები , შედგით ღუმელში და დატოვეთ 10 წუთით. მზა ორცხობილა გამოირეთ და გააცივეთ. მოსართავად, გამოაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცილა კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის პუდრი. მიღებული მასა მოსართავ ტომრებში მოათავსეთ და დაამატეთ რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი. შემდეგ კი მზა ორცხობილები თქვენი გემოვნების შესაბამისად მორთეთ.
ჩეხური ორცხობილა „დათვის თათები“ ეს ორცხობილა უნდა გამოაცხოთ ორი კვირით ადრე ახალ წლამდე. შეინახეთ მეტალის ჭურჭელში, რომელიც დაფარული იქნება ფოლგით. ინგრედიენტები: ფქვილი - 350 გრამი მცენარეული ცხიმი - 200 გრამი შაქრის პუდრი - 150 გრამი კაკაო - 2 ჩაის კოვზი თხილი - 100 გრამი მარილი - 1 მწიკვი მომზადების წესი: თხილი ბლენდერის მე შვეობით დაფქვით. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, შაქრის პუდრი და აკაკაო, დაამატეთ მარილი და კარგად აურიეთ. გაყინული ცხიმი დაჭერით პატარა ნაწილებად და დაუმატეთ მიღებულ მასას. ხელებით კარგად აურიეთ ცომი. გადაახვიეთ ცომი ფოლგაში და შედგით მაცივარში მთელი ღამით. ეს ორცხობილა სპეციალურ ფორმებში უნდა გამოცხვეს. ფორმებით ამოჭერით ცომი , ღუმელი გაათბეთ და 180 გრადუსზე და მიღებული ფორმები მოათავსეთ ღუმელში 10 წუთით, ორცხობილის ზედაპირი ოდნავ უნდა გაწითლდეს. ოდნავ შეგრილებულ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის პუდრი.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9718
EUR3.3088
GBP3.8345
RUB4.6461
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 16°-21°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia