www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:54 15.01.2015
იბერია ბიზნეს ჯგუფის და ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტი.
     15 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოში ყველაზე დიდი საავტომობილო ჰოლდინგის - იბერია ბიზნეს ჯგუფისა და ფონდ იავნანას ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.   ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლდინგის კლიენტები და პარტნიორები, ასევე ფონდ იავნანას მეგობრები და სპეციალური სტუმრები.    იბერია ბიზნეს ჯგუფის საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ეხება და უკვე 15 წელია ჰოლდინგი ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს. საქართველოში აიბიჯი რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია (Volkswagen, Audi, Skoda, Seat, Kia Motors, Mitsubishi Motors, Renault, Peugeot) და უზრუნველყოფს ავტომობილებისათვის ყველა საჭირო მომსახურეობას.      იბერია ბიზნეს ჯგუფის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მოიცავს ტაძრების მშენებლობას და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობის მიღებას. მაგალითად აქცია „აირჩიე კია და შეცვალე მომავალი ფონდ იავნანასთან ერთად.“       15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰოლდინგმა გადაწყვიტა თავის მომხმარებლისა და პარტნიორებისათვის საახალწლო საჩუქრად გადაეცა საქველმოქმედო საღამოს  მოსაწვევები, ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება და მათთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა.  ტარიელ ხეჩიკაშვილი (იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი) -  იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას უხდის ყველა თავის მომხმარებელს ერთგულებისათვის, რომ არა ისინი ჰოლდინგი ვერ შეძლებდა ასეთი ქველმოქმედების გაკეთებას და ამ მრავალშვილიანი ოჯახის დაბინავებას. არაფერი შეედრება იმ სითბოს გამოხატულებას რასაც ეს პატარები ბინის გადაცემის მერე თვალებიდან ასხივებდნენ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩაერთონ ქველმოქმედებაში და მათი საქმიანობა ბევრად უფრო სასიამოვნო გამოვა. ჩვენი მხრიდან კი დიდ მადლობას ვუხდით ფონდ იავნანას.პაატა ბურჭულაძე (ფონდ იავნანას პრეზიდენტი ) - დღეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი დღე, ფონდი იავნანა ყოველთვის მხარს უჭერს საქველმოქმედო ინიციატივებს. იბერია ბიზნეს ჯგუფი არის ჰოლდინგი რომელთანაც სისტემატურად ვთანამშრომლობთ და მათ ამისთვის მიდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ჩვენმა თანამშრომლობამ რომელიც პატარ-პატარა აქციებით დაიწყო დიდი  შედეგი გამოიღო და შევძელით სუხიშვილების დახმარებით ამხელა ღონისძიება გაგვემართა და დავხმარებოდით 7 შვილიან ოჯახს. მე ასეთი დღეებით უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2020
აპრილი 2020
აპრილი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD3.1748
EUR3.4551
GBP3.911
RUB4.2058
თბილისი -1°-6°
ქუთაისი 4°-16°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia