www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:47 27.01.2015
როგორი მძღოლები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი -  ეს ზოდიაქოს ნიშნები თავიანთი ეგოს მეშვეობით ბრწყინავენ. ეს ყოველივე განსაკუთრებით კარგად გამოიხატება ავტომობილის მართვისას, მუდმივად ცდილობენ წინ გაჭრას. სწორედ ამ მიზეზის  გამო ხდება ავარიების უმრავლესობა. ვერძების მართვის სტილს ქაოსური შეიძლება ვუწოდოთ. ვერძების მგზავრებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ახსოვდეთ - თავი უნდა შეიკავონ კომენტარებისგან.  

ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის სისწრაფე  ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ისინი უპირატესობას სპორტულ ავტომობილებს ანიჭებენ.

კურო - ამ ზოდიაქოს ნიშნებს ავტომობილის მართვისას პრობლემები მხოლოდ მათი სიჯიუტის გამო ექმნებათ. მათ მუდმივად იპყრობთ სურვილი  წითელ შუქზე გაიარონ. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, დილის 11 საათამდე ისინი საკმაოდ კარგად იქცევიან ავტომობილის მართვისას. ნებისმიერი აკრძალვა გზაზე, მათზე მოქმედებს, როგორც რაიმე მანევრის ჩატარების აუცილებლობა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კუროები ცდილობენ მათ გვერდით მიმავალ ნებისმიერ მანქანას გაასწრონ. 

მიუხედავად მათი ტემპერამენტისა, კუროები აფასებენ  კომფორტულ ავტომობილებს.

ტყუპები - ეს ზოდიაქოს ნიშნები ერთერთ უარყოფით მძღოლად შეიძლება ჩაითვალოს. მათი მიკუთვნება შეიძლება იმ რიგებშიც,  ვინც იცავს ყოველგვარ წესს და იმ რიგებშიც ვინც საერთოდ არაფერს არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ტყუპებს იზიდავთ სისწრაფის გადამეტება.

ავარიების უმრავლესობისგან მათ იცავს მკვეთრი რეაქცია. სიგნალი ტყუპებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ავტომობილის შერჩევისას ეს ზოდიაოს ნიშნები განსაკუთრებულ ყურადღებას აუდიო სისტემას აქცევენ.

კირჩხიბი - ამ ზოდიაქოს ნიშნებს რაც მოსვენებას უკარგავს ეს გზაჯვარედინებია. მათ შემთხვევაში სწორედ აქ მოსდით ყველაზე მეტი ავარიები. ასევე ისინი ძალიან მიზეზიანები არიან და ძალიან უყვართ დასიგნალება. მართვის სტილი კი ძალიან არის დამოკიდებული მათ ხასიათზე. დღეს შესაძლოა ძალიან აკურატულები იყვნენ, ხვალ კი პირიქით, აბსოლუტურად ყველა საგზაო წესი დაარღვიონ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ავტომობილების ძველ და კლასიკურ მოდელებს ანიჭებენ.

ლომი - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლომები ძალიან წესიერი მძღოლები არიან. ისინი არ არღვევნ მოძრაობის წესებს, არ უყვართ სისწრაფე. თუმცა, მათ გარკვეული პრობლემები აქვთ ყურადღებასთან მიმართებით. სწორედ ამიტომაც ხდება ავარიები. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ეფექტური მძღოლები არიან. მათ მართვის საკუთარი სტილი აქვთ. ისინი ავტომობილებს შემდეგი წესის მეშვეობით ირჩევე ნ „მომაქციე ყურადღება“.

ქალწული - ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები სრულებით ამოუცნობი მძღოლები არიან. ერთის მხრივ ისინი გამაოგნებლად პედანტურები არიან, ამოწმებენ ყოველგვარ წვრილმანს და გზის ანალიზს  წამებში აკეთებენ. მეორეს მხრივ კი ასეთი დაძაბულობისა და მობილიზების გამო მოძრაობა ქაოსური ხდება. ქალწულებს ავტომობილებში ტექნიკური მხარე იზიდავთ.

სასწორი - ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე კანონმორჩილი მძღოლები არიან. ისინი ყოველგვარ წესს იცავენ. ხოლო თუ ავარიის მონაწილეები ხდებიან, მაშინ ავარია მათი შეცდომის გამო არავითარ შემთხვევაში არ ხდება.  ეს ზოდიაქოს ნიშნები უპირატესობას ელიტურ ავტომო ბილებს ანიჭებენ.

მორიელი - განსაკუთრებით თვითდაჯერებულად თავს მორიელები ფართო გზატკეცილებზე გრძნობენ. თუმცა, ვერ იტანენ როცა მათ ასწრებენ. ასეთ მომენტებში მათ შეჯიბრის სურვილი უჩნდებათ, რათა თავიანთი უნიკალურობა დაამტკიცონ. ისინი ასევე ყურადღებას აქცევენ ყოველგვარ წვრილმანს. მორიელები მათთვის ძლიერ ავტომობილებს ირჩევენ.

მშვილდოსანი - ეს ზოდიაქოს ნიშნები უპირატესობას კონსტრუქციულობასა  და რაციონალურობას ანიჭებენ. გზა მათთვის გამონაკლისი არ არის. ისინი არასდროს დაარღვევენ მოძრაობის წესს განზრახ. ამ ზოდიაქოს ნიშნებს ძალიან ხშირად ეჯახებიან უკნიდან. მშვილდოსნები უპირატესობას ავტომობილის გაბარიტებს ანიჭებენ.

თხის რქა -ეს ზოდიაქოს ნიშნები რეკორდსმენები არიან ავტოსაგზაო შემთხვევის რაოდენობაში. საჭესთან ყოფნისას, მათ ავტომატურად ავიწყდებათ ყოველგვარი წესი. ისინი აიგნორებენ ყოველგვარ ნიშანს. მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მუდამ მართლები არიან. თხის რქები ავტომობილში კლასიკას აფასებენ.

მერწყული - ეს ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებით ყურადღებით სხვა ზოლში გადასვლისას უნდა იყვნენ. ეს მანევრები მათთვის განსაკუთრებულ საშიშროებას შეიცავს. ასევე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებნ სიჩქარეს. აღსანიშნავია, რომ ეს ზოდიაქოს ნიშნები მოტოციკლების თაყვანისმცემლები არიან. ისინი აფასებენ სიჩქარეს და ეგზოტიკას.

თევზები - ეს ზოდიაქოს ნიშნები მეოცნებე მძღოლები არიან. სწორედ უყურადღებობის გამო მოსდით ავარიების უმრავლესობა. ისინი ძალიან  ბევრ რაღაცას ვერ ამჩნევენ და შედეგად რთულ სიტუაციებში უწევთ თავის ამოყოფა. ეს ზოდიაქოს ნიშნები ავტომობილებში განსაკუთრებულ ყურადღებას მის ფერს ანიჭებენ. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2020
ივნისი 2020
ივნისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.9841
EUR3.3422
GBP3.7394
RUB4.313
თბილისი 14°-27°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 16°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia