www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:56 19.02.2015
12 წლის გოგონა მამაკაცს სქესობრივი კავშირისთვის საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა
http://ick.ge/

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, 18 წლის ბიჭს 12 წლის გოგონა საკლასო ოთახიდანაც გაჰყავდა.

ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს

„ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. კი, ცოლი ჰყავდა იმ ბიჭს, პირველი ცოლი, მაგრამ რატომ უნდა მეეჭვა რამე? მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში“, – აცხადებს სკოლის დირექტორი, რომლის მე–6 კლასის მოსწავლესთან, 12 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით პოლიციამ ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე დააკავა.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დედის ინტერვიუ, რომელიც მან გურჯაანის ტელევიზიას მისცა. ის ამბობს, რომ გოგონა გაათხოვა ზაფხულში.

- თქვენ ხომ იმ სოფელში ცხოვრობთ?

– კი, აქ ვცხოვრობ.

- არ იცოდით რომ იმ ბიჭს სხვა ცოლი ჰყავდა?

– ცოლი ჰყავდა, კი. პირველი ცოლი?

- კი. 12 წლის გოგონა რომ გათხოვდა, ყურადღება არ უნდა მიგექციათ ამ ფაქტისთვის, მითუფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ასეთ შემთხვევებზე, რომ ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

– სოფელში იმდენი ადამიანია, სკოლის დირექტორმა რატომ უნდა იცოდეს? რატომ უნდა მეეჭვა? გოგონა დადიოდა სკოლაში, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს, ბოლოს უკვე ფეხმძიმედ იყო და აღარ მოსულა. კანონი ზოგადი განათლების შესახებ მე არ მაძლევს ამ ბავშვის ამორიცხვის უფლებას, ვუწერთ არას.

- სკოლიდან უნდა გაგერიცხათ მეთქი ეს არც მიგულისხმია. რატომ არ აცნობეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს?

– თქვენ რატომ მირეკავთ მე და ასეთ კითხვებს რატომ მაძლევთ?

- სკოლის დირექტორი ხართ, 12 წლის გოგონა გათხოვდა და აგერ, მამაკაცი დააკავეს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.

– ჩვენ გვქონდა გოგონასთან საუბარი და ის ბედნიერად გრძნობდა თავს. რატომ უნდა მეეჭვა მე რამე? ეს გოგონა როცა მოდიოდა სკოლაში, მას დამრიგებელი ჰყავს, გვქონდა საუბარი და არასოდეს უთქვამს, რომ ვინმე ძალადობდა. არ მაინტერესებს ვის ჰყავს ცოლი და ვის არა.

- ხშირია შემთხვევები, როცა თქვენს სკოლაში 12 წლის გოგონა თხოვდება?

– არა, რატომ არის ხშირი?

- ეს რომ მოხდა, რატომ არ დაინტერესდით?

– გათხოვდა… ჩვენი ყოფილი მოსწავლე იყო ის ბიჭი.

- ის ბიჭი რომ ცოლიანი იყო ხომ იცოდით?

– მე არ ვერევი სხვის პირად ცხოვრებაში. გამოიძიოს პროკურატურამ. მე ისედაც ბევრი საქმე მაქვს და თქვენგან გასხვავებით სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

პოლიციამ გოგონა უკვე დაკითხა. მისი ჩვენების საფუძველზე სამართალდამცავებმა 18 წლის ბიჭი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

ტელეკომპანია „გურჯაანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 12 წლის გოგონას დედა ამბობს: „თვითონ ახალგაზრდების მოწადინება იყო. მე როცა გავიგე და ჩავერიე, უკვე გაყოლა სთხოვა. ჩემი შვილი მეორე ცოლი იყო მისთვის. ეს ფეხმძიმე არ იყო, თუ ფეხმძიმე უნდოდა? ფეხმძიმე გოგოს ხელი ჰკრა და გააგდო, მომწყინდაო. მომწყინდა რას ჰქვია? მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო“.

არსებული ინფორმაციით, 18 წლის მამაკაცი, ვიდრე დააკავებდნენ, პირველ ცოლს დაუბრუნდა, რომელიც ამჟამად 9 თვის ორსულია. პირველი ცოლიც 13 წლის ასაკში მოიყვანა და ერთი წლის შემდეგ გაშორდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არც საჯარო სკოლიდან და არც პოლიციის განყოფილებიდან არანაირი მიმართვა ან შეტყობინება არ მიუღიათ. „მხოლოდ გუშინ, საღამოს პოლიციიდან დაუკავშირდნენ სააგენტოს რაიონულ სამსახურს და სთხოვეს ფსიქოლოგი, რომ დასწრებოდა არასრულწლოვანი გოგონას დაკითხვას. ჩვენი სოციალური მუშაკი საკუთარი ინიციატივით დღესვე მოინახულებს გოგონას და გადაწყვეტს რა რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სკოლას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მსგავს ფაქტზე არ უცნობებია.

2014 წლის ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია სხვა სკოლაში 12 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მე–7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში, ამავე სკოლის მე–8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობა გამოიკვეთა. გოგონას ჩვენების მიხედვით, მოძალადეები მას ვიდეოს გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ და ორი თვის განმავლობაში მასზე ძალადობდნენ, თანატოლები კი სკოლაში დასცინოდნენ. არსებული ინფორმაციით, მოძალადეებს გოგონა გაკვეთილიდანაც გაუყვანიათ, სქესობრივ კავშირს კი სკოლასთან ახლოს, ნაკვეთებში ამყარებდნენ. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ერთ–ერთ ბრალდებულს, რომელიც 14 წლის არის, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა აქვს შეფარდებული. 12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული მეორე პირი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 14 წლის არ იყო, რის გამოც პროკურატურამ ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მისცა. მოქმედი კანონმდებლობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. საყურადღებოა, რომ სკოლის დირექციას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არც ამ ფაქტზე უცნობებია. დირექტორის განმარტებით, მათთვის ძალადობის შესახებ ცნობილი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ მოძალადეებიც და ძალადობის მსხვერპლიც ისევ ერთ სკოლაში სწავლობენ. სკოლის დირექტორის თქმით, ძალადობის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ძალადობაში მხილებულმა ბავშვებმა სკოლაში სწავლა გააგრძელეს, მაგრამ ამჟამად ორივე მათგანი გაკვეთილებს აცდენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. უფრო ადრეულ ასაკში კანონი ქორწინებას საერთოდ არ ცნობს. ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები როცა გოგონები 16 წლამდე თხოვდებიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული ოფიციალური მონაცემებით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე–9 კლასამდე სწავლა 4 599–მა გოგონამ შეწყვიტა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც მშობლები გოგონებს 13 – 14 წლის ასაკში ათხოვებენ. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცაიძულებით გათხოვების გამო გოგონებმა თავი მოიკლეს.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9682
EUR3.298
GBP3.8242
RUB4.638
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia