www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:08 21.03.2015
"გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და თქვენთან ერთად ვიბრძოლებ საქართველოს გადასარჩენად" - მიხეილ სააკაშვილის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან მიმართა.

ექსპერეზიდენტი 2015 წლის მოვლენებს 2003 წლის მოვლენებთან აიგივებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მალე ჩამოვა. 

"ძალიან მენატრებით, ძალიან მენატრება საქართველო. ცოტახანში ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ, ჩამოვალ საქართველოში და შემოგიერთდებით ბრძოლაში საქართველოს გადარჩენისთვის. ჩვენ 2003 წელს საქართველოს გადარჩენისთვის ვიბრძოდით. ვიდექით ერთად საქართველოს ჭაობიდან ამოყვანისთვის, ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილები. ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა, ახალი თაობა შემოგვემატა. დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, სამწუხაროდ. ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, ისევ საშველია ერი, ისევ ამოსასვლელები ვართ ჭაობიდან და წუმპიდან. უნდა დავუბრუნდეთ განვითარების რელსებს. ის უბედურება, რაც არის, უკან უნდა მოვიტოვოთ. საქართველო ამ დამანგრეველი მთავრობისგან უნდა გადავარჩინოთ, ამ მთავრობამ 1990-იანი წლების აჩრდილები დააბრუნა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი წუხს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და აცხადებს, რომ მისთვის ეს ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. 

"მე არ ვარ საქართველოში. ახლა ბრიუსელში ვიმყოფები. ჩემთვის მზე ამოდის საქართველოდან და ჩადის საქართველოში. მთელი ჩემი საქმიანობა იყო იმისთვის, რომ თთითოეულ თქვენგანს უფრო უკეთესად ეცხოვრა, თავი ეგრძნო უფრო ადამიანურად და ღირსეულად და ჩვენ ყველას ერთად გვეამაყა საქართველოთი. ეს იქნება ჩემი მიზანი, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ პირში სული მიდგას. ჩემი ცხოვრება გეკუთვნით თქვენ, ჩემს ვეყანას და ამაზე ხელს ვერავინ ამაღებინებს.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/12300

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მაისი 2019
მაისი 2019
მაისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.7802
EUR3.1102
GBP3.5275
RUB4.3044
თბილისი 12°-27°
ქუთაისი 13°-22°
ბათუმი 16°-19°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia