ძაღლი - არა მხოლოდ საუკეთესო მეგობარია ადამიანისა, არამედ მისი
ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ძაღლი მოყვანილ ვიდეოში - ამ ყოველივეს ნათელი
დამამტკიცებელი მაგალითია. იგი და მისი ხნიერი პატრონი განუყრელი მეგობრები იყვნენ.
თუმცა უეცრად ცუდი რამ მოხდა - მამაკაცმა გონება დაკარგა და იგი სამედიცინო
დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთგულ მეგობარს კი მისი დატოვება არ სურდა.
იგი მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას და მის პატრონს
საავადმყოფოს კართან ელოდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. შემდეგ კი მოხდა ის,
რაც ნებისმიერი ადამიანის გულს გაათბობს.
ძაღლმა მადლიერება გამოხატა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მისი
პატრონის დონორი გახდა.
რეალურად, ეს სოციალური ვიდეო რგოლი შეიქმნა იმისათვის, რომ
ადამიანებს დონორობისკენ უბიძგოს და ამით დაეხმარნონ მათ, ვისაც ეს ყოველივე
ძალიან ესაჭიროებათ.