www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
22:20 09.06.2015
ადეიშვილი: შეცდომა იყო ის, რომ ეფექტური მექანიზმები საქართველოში ვერ შეიქმნა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში წარსულში და ამ დროისათვის მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამართლებრივ საკითხებზე საუბრობს.

ადეიშვილი შეეხო 2011 წელს, ე.წ. „ციხის კადრებთან“ დაკავშირებულ საკითხს და მან აღნიშნა, რომ ამ კადრების გარკვეული ნაწილი შესაძლოა ავთენტური ყოფილიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პენიტენციალურ სისტემაში გარკვეული პრობლემები მაინც არსებობდა:

„კადრები იყო ძალიან მძიმე, მათ შორის ჩვენთვისაც, ეს პრობლემები იყო სისტემური. შესაძლოა ამ კადრების ნაწილი ყოფილიყო დადგმული, ეს ადასტურებს იმას, რომ იყო სერიოზული პრობლემა. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს. ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ეფექტური მექანიზმები საქართველოში ვერ შეიქმნა“, - განაცხადა ადეიშვილმა.

ყოფილი მინისტრი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესაც შეეხო, სადაც აღნიშნა, რომ თუ შეიძლება რაიმეს ფაბრიკაცია ეწოდოს, ეს არის მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლი პროცესი:

„თუ რამეს შეიძლება დაერქვას ფაბრიკაცია, ეს არის საქმე რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის პრობლემასთან გვქონდა საქმე. ყველასთვის ძალიან ცალსახაა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური მანიპულაცია და არ არის რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული“, - აღნიშნა ადეიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2566
GBP3.807
RUB4.6227
თბილისი 5°-11°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-24°
მთავარი