www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:44 06.07.2015
დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა. სამინისტრო პირველადი  ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს. 

განცხადება ამის შესახებ მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრში (NCDC)–ში გააკეთა, სადაც დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით,  „გლობალ ალიანსის“  ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის  და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებული ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებაზე. 

„ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავება და მისი ამოქმედება, შემდგომი ნაბიჯი გახლდათ თავისი არსითა და მასშტაბით მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრო ერთ–ერთი მთავარი მიმართულების – ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებს“, – განაცხადა სერგეენკომ. 

„ჩვენ უკვე გავდივართ კონსულტაციებს საქართველოს მთავრობის კონტრაქტორ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსთან“ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.  ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა. 

გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. ზოგადად ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ, როცა არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადავიდა ჰოსპიტალურ სექტორზე. თავისთავდ ცხადია, რა დიდ რისკებს მოიცავს პროცესი, როდესაც პირველადი ჯანდაცვა ვერ ასრულებს თავის ძირითად როლს.  ეს როლი იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80% მართვაა და მხოლოდ 20% უნდა გადადიოდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა. 

სამწუხაროდ ჩვენ გაქვს სურათი, როდესაც პაციენტები პირდაპირ სტაციონარებში მიდიან და თვითონ ირჩევენ რაა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდნენ და საერთოდ გამოტოვებული ოჯახის ექიმის და ზოგადად პირველადი ჯნდაცვის ინსტიტუტი და სისტემა, რომელიც გულახდილად, რომ გითხრათ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ამ სისტემას საქართველოში ვერ ვხედავ.  

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა და ამის შემდეგ მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

 მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანს, ცოტა პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალური და მაღალტექნოლოგიური ჩარევები. ჯანდაცვის მთავარი კარიბჭე სწორედ პირველადი ჯანდაცვაა. 

ექიმები ხშირად დელიკატურობის გამოც ვერიდებით ხოლმე საუბარს, თუნდაც პირველადი ჯანდაცვის ექიმების ანაზღაურების შესახებ. მართლაც რთულია ამ ანაზღაურების ადეკვატურობაზე საუბარი. გასაგებია, რომ ყველა პროფესია უნიკალურია, მაგრამ ექიმის განსაკუთრებულად უნიკალურია. ექიმი არ

უნდა დავტოვოთ მარტო მის ეკონომიკურ პრობლემებთან. ასეთ შემთხვევაში, მას ვერც ხარისხიანი მომსახურების გაწევას მოვთხოვთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9618
EUR3.2645
GBP3.8009
RUB4.6247
თბილისი 2°-16°
ქუთაისი 11°-24°
ბათუმი 12°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia