www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:52 09.07.2015
ზაალ სულაკაური სტუმრად “სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ცოტა ხნის წინ ცნობილი მხატვარი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი - ზაალ სულაკაური ეწვია. ბავშვები დიდი ხანია იცნობენ მის შემოქმედებას და ძალიან სურდათ მისი ახლოდან გაცნობა. 

ეს სურვილი მათ ფონდმა აუსრულა და ბატონო ზალიკოც ეწვია ბავშვებს სტუმრად, რა თქმა უნდა ფანქრით, მარკერით და სხვა სამხატვრო ინსტრუმენტებით შეიარაღებული. ბავშვებს ჩაუტარა ხატვის გაკვეთილი და ასწავლა მარტივად სხვადასხვა ცხოველების და ჩანახატების გაკეთება. ბავშვებიც მის თითეულ მარტივ მოძრაობას იმეორებდნენ და მეტნაკლებად კარგად გამოსდიოდათ იგივეს გაკეთება.

ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა, ისინი ძალიან მოიხიბლნენ ხატვით და ბატონ ზალიკოსთან ურთიერთობით.

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს 2013 წლის 28 მაისიდან. ეს არის პირველი საოჯახო ტიპის სახლი საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს.

იგი უკვე გახდა ათეულობით ბავშვის სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

 აქ ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში გარემოსილი არიან მასწავლებლებისა და აღმზრდელების ზრუნვითა და სითბოთი. მათ აქვთ კომფორტული პირობები ცხოვრებისა და სწავლისათვის, შეუძლიათ სპორტში და სხვა საყვარელ საქმიანობაში ჩაბმა. ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები და ნათელი მომავალი.

"სოციალური პარტნიორობა" დიდ მადლობას უხდის ზაალ სულაკაურს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის, რომ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2896
EUR3.6232
GBP4.033
RUB4.2168
თბილისი 6°-17°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 10°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia