www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:05 09.07.2015
როგორ ართმევთ ხელს? - რას შეიძლება გულისხმობდეს ეს ჟესტი

ხელის ჩამორთმევა ფიზიკური კონტაქტისა და მისალმების ერთერთი საშუალებაა. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ჟესტის რამდენიმე ვერსია არსებობს, რომლებიც სრულებით სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას.

კომუნიკაცია და ხელის ჩამორთმევა

ამ ფიზიკურ კონტაქტს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, რომელიც ხელს გამოგვიწვდის, აკეთებს პირველ ნაბიჯს კომუნიკაციის დასაწყებად. თუმცა, შეიძლება გაჩნდეს კითხვები. როგორი იყო ადამიანის პოზა, როცა მან ხელი გამოგვიწოდა? დაიხარა თუ არა პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვით? თუ იგი სწორად იდგა? რაზე მეტყველებდნენ მისი თვალები? რა ემოციები გამოხატა მის სახეზე არსებულმა 43-მა კუნთმა: გაღიზიანება, დაძაბულობა, შიში, გაკვირვება, ზიზღი, დამცირება, ბედნიერება?

რისი თქმა სურდა ხელის ჩამორთმევით? ამბობდა თუ არა ეს ჟესტი“მე შენი მეგობარი ვარ, ჩემი მეგობრობა ისეთივე თბილია, როგორც ჩემი ხელი“? თუ უბრალოდ ჩამოგართვეს ხელი პროტოკოლის შესაბამისად?

რა ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება ხელის ჩამორთმევის დროს

ხელის ჩამორთმევის დროს მრავალ სიგნალს გამოვარფქვევთ. ამ საკითხს არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფიზიკური მხარეც აქვს.

მეცნიერების კველევის შედეგად დამტკიცდა, რომ ხელის ჩამორთმევით დასკვნის გაკეთება შეიძლება ადამიანის ბიოლოგიურ ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ჟესტის დროს ადამიანის ორგანიზმი ნათლად აჩენს იმას თუ ცხოვრების რა ხანგრძლივობა აქვს დარჩენილი.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 142 861-მა ადამიანმა მიიღო. მოხალისეები 17 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და მათი ასაკი 35-და 70 წლამდე გახლდათ. ექსპერიმეტში მონაწილე ადამიანები წარმოშობით განვითარებული, განვითარებადი და უღარიბესი ქვეყნებიდან იყვნენ. ხელის ჩამორთმევის სიძლიერე სპეციალური მოწყობილობით იზომებოდა. დაკვირვება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში დადგინდა ვინ გარდაიცვალა და რითი.

გამოვლინდა, რომ თითოეული ქვეყნისთვის მახასიათებელი ხელის ჩამორთმევა არსებობს. განსაკუთრებით ძლიერად ხელს ართმევენ შვედეთში, ყველაზე სუსტად კი პაკისტანში.

აღსანიშნავია, რომ ხელის ჩამორთმევისას გამოვლენილი ძალა მიუთითებს იმაზე, თუ რა ელის მას უახლოეს მომავალში: ხანგრძლივი ცხოვრება თუ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიკვდილი.

დასკვნა

ყველასთვის ცნობილია სიგნალების შესახებ, რომელსაც ვგზავნით ხელის ჩამორთმევის დროს: ჩვენს გრძნობებს ფიზიკურ შეხებაში ვაქსოვთ. შედეგად კი მარტივი მისახვედრია თუ რას გრძნობს ობიექტი, რომელიც ხელს გართმევთ, ამით დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6975
EUR3.0347
GBP3.5041
RUB4.2277
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia