www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:27 13.07.2015
„ჰით ბათუმი 2015“ პროექტის ფარგლებში „ქუჩის პიანინომ“ სტარტი აიღო

პროექტი „ქუჩის პიანინო“ ბათუმში  დაიწყო.  10 მოხატული პიანინო, რომელიც ზღვისპირა ქალაქის  ცენტრში - ძველ ბულვარში 10 ლოკაციაზე განთავსდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს უკვე ელის. ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს 2 თვის განმავლობაში  დღის ნებისმიერ დროს შესაძლებლობა ეძლევა მივიდეს, დაუკრას, მოუსმინონ, ისიამოვნოს, გამოამჟღავნოს საკუთარი ნიჭი, გადაიღოს სამახსოვრო ფოტო ან ვიდეო, ატვირთოს სოციალურ ქსელში  და  გახდეს პოპულარული.

 „საკმაოდ საინტერესო პროექტია. მასში მონაწილეობდა ხუთი ახალგაზრდა მხატვარი, რომლებმაც ინსტრუმენტები ფერადი საღებავებით სხვადასხვა ორნამენტებით მოხატეს.  სთრით-არტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა  ხელოვნებაში.  ამჯერად, მოხატვის ობიექტი ქუჩის ნაცვლად, ინსტრუმენტია. გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველია, პროექტს სპეციალური დატვირთვაც გააჩნია, მოიზიდოს ტურისტები და გაართოს საზოგადოება. ანალოგიური სახის ღონისძიებები უცხოეთში საკმაოდ პოპულარულია და ხშირად იმართება, განსაკუთრებით კი,  საკურორტო ქალაქებში, “ - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბეკო ლეჟავა.

თამუნა წახნაგია, მარიამ ქებურია, გიორგი გაგოშიძე, მიშიკო სულაკაური და საბა ჩილინდრიშვილი - ეს ის  ახალგაზრდა მხატვარები არიან, რომლებმაც  ბათუმელებისა და მათი სტუმრების „ფერად საღამოებზე“ იზრუნეს: „ყველაფერს იმპროვიზირებულად ვაკეთებთ. საბოლოოდ, ძალიან ფერადი, მხიარული და ლამაზი გამოვიდა ინსტრუმენტები. ვფიქრობ, სასიამოვნო სანახაობა ელით ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს,“

მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ნიჭის გამოვლენა თუ უბრალოდ გართობა  ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება. ერთი სიტყვით, დაუკარით,ისიამოვნეთ და გაართეთ სხვაც!

„ჰით ბათუმი“  6 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტი 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9608
EUR3.2566
GBP3.807
RUB4.6227
თბილისი 5°-11°
ქუთაისი 9°-22°
ბათუმი 12°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia