www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:44 17.07.2015
ცნობილი ქართველი რეჟისორები პროექტისთვის „ზაფხულის კინოსკოლა“ ერთიანდებიან

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში დაიწყო ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“.  

პროექტი ითვალისწინებს კინოსპეციალისტების მივლინებას საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელში, სადაც სკოლების ბაზაზე 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები (მსოფლიო და ქართული კინოკლასიკა, ასევე თანამედროვე წარმატებული ქართული ფილმები) და დისკუსიები. 

გარდა ამისა, კინოსპეციალისტები ბავშვებს გააცნობენ ფილმის შექმნის სპეციფიკას და დაეხმარებიან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაში. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების სტუმრობა ბავშვებთან; პროექტის ფარგლებში ზაზა ურუშაძის, გიორგი ოვაშვილის, ლევან თუთბერიძის და მარიამ ხაჭვანის ფილმების ნახვასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ კითხვებით მიმართონ მათ ავტორებს.

 

პროექტის მთავარი მიზანია მაღალმთიანი და საზღვრისპირა რაიონების  მკვიდრ მოზარდებში ამაღლდეს  კინოგანათლება. ფილმების ნახვა  და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო დაესთეტიკურ უნარებს. ფილმის გადაღების პროცესის წარმართვა კი  ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების  განვითარებას.

 

პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები:  ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური. გარდა ამისა, მაღალმთიანი  და ძნელადმისადგომი სოფლები, როგორიცაა ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა.

 

პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონეში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლებას და საფუძველს ჩაუყრის ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერებას.

 

„ზაფხულის კინოსკოლა“ განათლების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, პროექტის მხარდამჭერია World Vision Georgia.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.9466
EUR3.269
GBP3.8683
RUB4.6218
თბილისი 3°-9°
ქუთაისი 4°-10°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia