2015 წელს მელომანებს საქართველოდან და მისი მეგობარი ქვეყნებიდან, ფაქტია, ძალიან გაუმართლა. გადაჭარბებული არ იქნება ალბათ, რომ ეს წელი საქართველოში ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა წლად ვაღიაროთ. 100-ზე მეტი წარმატებული და ცნობილი დიჯეი რამდენიმე დღეში GEM fest-ზე მოიყრის თავს.
ფესტივალის დასრულების შემდეგ კი კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი დაანონსდა. არც მეტი და არც ნაკლები, თბილისში 13 ნოემბერს ლეგენდარული დიჯეი დიქსონის ივენთი გაიმართება.
ბილეთის ღირებულება კი, როგორც აღმოჩნდა, GEM fest-ის Full House Pass-ების მფლობელებს საერთოდ არ უნდა აღელვებდეთ, რადგან ისინი, ვინც 30 ივლისს GEM fest-ის საფესტივალო ტერიტორიას გადაკვეთენ, Dixon-ს სრულიად უფასოდ და გარანტირებულად დაესწრებიან. Full House Pass-მა უკვე მულტი-ფუნქცია შეიძინა.