www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:57 29.07.2015
ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით შსს-ს 30 დაღუპული პოლიციელის ოჯახი ქობულეთში ისვენებს

კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის დაფინანსებით და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული 30 პოლიციელის ოჯახი  ქობულეთში ისვენებს.

ოჯახები 10 დღის მანძილზე განთავსებულები არიან ქობულეთის სასტუმროებში „აიეტი“ და „სოლიდარობა“. მათ აქვთ დატვირთული გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავს  ბავშვთა გასართობ ღონისძიებებს, კონცერტს,  ექსკურსიებს  და  უამრავ კულტურულ ღონისძიებებს.

„მე არა ერთხელ განმიცხადებია საქართველოს, უკრაინისა და საერთაშორისო პრესისათვის, რომ საქართველო ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. ამ უსაფრთხოების მთავარ გარანტს წარმოადგნენ ის თავდადებული და არაკორუმპირებული პოლიციელები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თავდადებულად მუშაობენ დღე და ღამე, საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის სტუმრების დასაცავად. მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავუწიო ორგანიზება იმ ბავშვების დასვენებას, რომელთა მამებიც გმირულად დაიღუპნენ კრიმინალთან ბრძოლისას, გაწირეს  სიცოცხლე, რომ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში და ვიგრძნოთ თავი დაცულად. დღეს ქობულეთში არის დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის შვილი და მეუღლე და ბევრი საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი  პოლიციელის ოჯახი...  ეს ბავშვები ნამდვილი გმირების შვილები არიან...

ჩვენი ვალია , ვიზრუნოთ ამ პოლიციელიების შვილებზე, მათ ოჯახებზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი იყვნენ მაქსიმალურად უზრუნველყოფილები და გრძნობდნენ ჩვენგან  მხარდაჭერას - რომ ისინი არ არიან მარტონი. ჩემი ფონდი მისი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მომავალშიც გააგრძელებს ამ ოჯახების მხარდაჭერას და თანადგომას“ – განუცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  ფონდის პრეს–სამსახურს.

20–დან 30 ივლისამდე ქობულეთში დაისვენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სვადასხვა ქვედანაყოფებში, 2008 წლიდან დღემდე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლების   ოჯახები .

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2896
EUR3.6232
GBP4.033
RUB4.2168
თბილისი 6°-17°
ქუთაისი 14°-24°
ბათუმი 10°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia