www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:16 30.07.2015
განსხვავებები ქალისა და მამაკაცის ქცევებში - როგორ სხედან, იხდიან ტანისამოსს ისინი (ფოტო)

წვრილმანი რაღაცები, რომლისთვისაც ალბათ ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ:

  1. ტანისამოსის გახდა

მიგიქცევიათ ყურადღება ოდესმე როგორ იხდიან მაისურს ან სვიტერს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები? მამაკაცები ძირითადად წევენ ხელებს თავს უკან და მაისურის საყელოთი ქაჩავენ მას, ქალბატონები კი პირიქით, აჯვარედინებენ ხელებს და მაისურის ბოლოდან ამოაქვთ ზევით. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა, შესაძლოა მაისურის გასახდელად ორივე ვარიანტი გამოიყენოს, ქალი ყოველთვის მისთვის განკუთვნილ მეთოდს იყენებს. რატომ?

ქალბატონები მაისურს განსხვავებულად იმიტომ არ იხდიან, რომ მათ ასე ასწავლეს. ქალბატონები ხშირად იცვამენ კაბებს, გრძელ კაბებს. მათი გახდა კი მხრებზე აწევით რთულია, ამიტომ ძირითადად ქვემოდან ზევით წევენ და ისე იხდიან, ეს კი ნებისმიერ ტანისამოსთან მიმართებით ჩვევად უყალიბდებათ.

2. ტანისამოსის ჩაცმა

ტანისამოსის ჩაცმისას, ქალი პირველ რიგში იცვამს პერანგს ან მაისურს, შემდეგ კი შარვალს ან ქვედაბოლოს. მამაკაცები კი პირიქით იქცევიან. ამით შეიძლება აიხსნას ისიც, რომ ქალბატონებს უყვართ შინ მათი მეორე ნახევრისა თუ პარტნიორის პერანგით სიარული და არ ჩქარობენ ფეხების „დამალვას“. მამაკაცი კი მშვიდად გრძნობს თავს მაშინ, როცა შინ შარვალი აცვია, მაგრამ შესაძლოა წელსზევით არაფერი გადაიცვას. მიაქციეთ ყურადღება, საყვარლის სახლიდან გაქცევისას, იგი პირველ რიგში შარვალს სტაცებს ხელს.

3. საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულება

მამაკაცებს ძალიან უყვართ პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ არჩევნებზე იშვიათად დადიან. ქალები კი პირიქით იქცევიან: იშვიათად საუბრობენ პოლიტიკაზე და  თითქმის არცერთ არჩევნებს არ ტოვებენ.

4. დამთქნარება

დამთქნარებისას მამაკაცი ძირითადად პირს შეკრული მუშტით იფარავს, ქალი კი ხელის გულაით.

5. ჯდომა

დაჯდომის დროს ქალი ძირითადად მუხლებს ერთმანეთს ატყუპებს, წვივებში აჯვარედინებს ან ფეხს ფეხზე იდებს, მაშინაც კი, თუ მას შარვალი აცვია. მამაკაცს კი მუხლები ერთმანეთისგან დაცილებული აქვს.

6. სიგარეტის დაჭერა

მამაკაცს შეუძლია სიგარეტი კბილებით დაიჭიროს, ან ტუჩებზე „მიჯაჭვულ“ მდგომარეობაში მოწიოს. ქალი ასე არასდროს იქცევა. მამაკაცმა შესაძლოა სიგარეტი სამი თითით დაიჭიროს, ქალმა კი ორით.

7. ხალათის შეკვრა

ქალები ხალათის ქამარს წელზე იკრავენ, მამაკაცებმა კი შესაძლოა იგი თეძოებზე შეიკრან. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9661
EUR3.2965
GBP3.8186
RUB4.6397
თბილისი 8°-19°
ქუთაისი 11°-24°
ბათუმი 14°-20°
მთავარი