www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:19 12.08.2015
დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს, პროდასავლურ ძალებს - „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ განცხადება

ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება, მისი სატელიტების მეშვეობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარდა, დამოუკიდებელ ინტერნეტ მედია-ორგანიზაციებსაც ებრძვის.

„კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების სახით, რომლებიც თვლიან რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ კერძო ბიზნესმენებს შორის  წარმოებული დავა, ხელისუფლებამ გააჟღერა თავისი სურვილი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქართულ ინტერნეტ-სივრცეში შეზღუდვის შესახებაც.

კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ წაართვეს დამოუკიდებელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ინტერნეტ-პორტალი presa.ge და ინტერნეტ ტელევიზია itv.ge, რომლებიც კანონიერად და ოფიციალურად ვიყიდეთ „კავკასუს ონლაინისგან“, 2012 წლის არჩევნებისა და ე.წ. კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ.

მეტიც, „კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების განცხადებით, presa.ge-სა და itv.ge-ს წართმევის საქმეში მონაწილეობდნენ ძმები: გიორგი და ლევან ყარამანაშვილები. მათი აზრით, ისინი, თავის დროზე, ასევე უკანონოდ დაუფლებიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

მიგვაჩნია რომ „კავშირი პრესა-საქართველოსა“ და for.ge-ს მფლობელების განცხადება არის ცილისწამება და ხელისუფლების პოზიციის უპირობოდ გადამღერება, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ, „მტრული“ მედიის სახელისუფლებო ვერტიკალს დაქვემდებარება.

ვაცხადებთ რომ ხელისუფლებამ, მის მიერ ორკესტრირებული ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების სახით, დაიწყო შეუქცევადი პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებელი და რეიტინგული ტელე და ინტერნეტ- მედიის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებულ უცხოელ დიპლომატებს, არასამთავრობოებს, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, რომ ერთობლივად შევაჩეროთ კერძო არხ „რუსთავი 2“-სა და კერძო მედია-ორგანიზაციის - „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი.

გვჯერა რომ ვერავინ, ამ ქვეყანაში, ვერ ააშენებს დიქტატურას და ვერავინ, ამ ქვეყანაში, ვერ გაანადგურებს პროდასავლურ აზრს. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8299
EUR3.0571
GBP3.6537
RUB4.398
თბილისი 4°-14°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 6°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia