www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:47 17.08.2015
17-23 აგვისტოს „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ელექტრონული მუსიკის დღეები გაიმართება

17-23 აგვისტოს, ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. კვირეული ზღვისპირა ქალაქში „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში გაიმართება.

18-19 აგვისტოს, ბათუმს  პაროვ სტელარის ბენდის წევრი - მაქს ზი საქსი ეწვევა, რომელიც საკუთარ რეპერტუარს საფესტივალო კლუბ “Take Five” - ში შეასრულებს.  ის ამავე დროს პაროვ სტელარის ბენდის წევრია,  უკრავს საქსაფონზე. მან ასევე პაროვ სტელარისგან დამოუკიდებლად შექმნა  ორკაციანი ჯგუფი,  საქსაფონითა და დრამერით.  ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებს ელექტრონულ მუსიკას სწორედ ისინი შესთავაზებენ.

ამავდროულად, 20 აგვისტოს, პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“  სტარტს აიღებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება დაბათუმში 23 აგვისტოსდასრულდება. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. ამავდროულად, „სითი საუნდი“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყრის თავს. აღნიშნული ფესტივალის ამოცანაა იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი  ქართველ დიჯეებზე გაკეთდება.

ფესტივალში 20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი მონაწილეობს. სითი საუნდის დღეები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს. სამი დღის განმავლობაში სცენის დიზაინები სამჯერ განახლდება. პირველ დღეს -  განათება, მეორე დღეს დაემატება ვიზუალ არტი და მესამე დღეს კი ამ ყველაფერს ე.წ. მეფინგი გააერთიანებს. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, , მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია.

ბათუმის ჩოგბურთის კორტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში   20-22 აგვისტოს 20:00 საათზე City Sound-ს უმასპინძლებს, ხოლოდ 20-23 აგვისტოს, 13:00 – 19:00 საათზე საფესტივალო კლუბი Take Five გიორგი შენგელიას,  DJ ერიქსონს, DJ კობერტს, Vincent Volt, Hvl და ლაშა გურულს რეპერტუარს დაეთმობა. 21 და 23 აგვისტოს, 20:00 საათზე  ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრსა და პიაცაზე მუსიკალური საღამო „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს,  საფესტივალო კლუბში  გიორგი შენგელიას რეპერტუარით დასრულდება.

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აპრილი 2019
აპრილი 2019
აპრილი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.6981
EUR3.0359
GBP3.5094
RUB4.2361
თბილისი 3°-16°
ქუთაისი 5°-17°
ბათუმი 8°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia