www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:51 05.10.2015
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა.

4 ოქტომბერს იუბილე პროფკავშირმა სტუმრებთან და რკინიგზელებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიება „არტ-ჰოლში" გაიმართა, სადაც პროფესიული კავშირის წევრები დაჯილდოვდნენ. 

4 ნომინანტს - ალბერტ იაგანაშვილს, გურამ ჯვარშეიშვილს, ნუკრი ხაბეიშვილსა და რობერტ გელაშვილს  კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა  და ფულადი პრემია 500 ლარი გადაეცა. 

პროფესიული კავშირისგან 24-მა თანამშრომელმა კავშირის სახელობის საპატიო სიგელი მიიღო. 

„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია განათლება და „საქართველოს რკინიგზა" თანამშრომელთა შვილებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებებს აფინანსებს, მომავალში კი იგეგმება ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება. 

საიუბილეო  ღონისძიებაში, კავშირის მოწვევით,  სხვა ქვეყნების რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის  თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი - იშაკ კოსაბიკი; 

საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც გრანდიოზულად ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების რკინიგზელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა საკუთარ ქვეყანაში არსებული პრობლემების, პროგრესის, სოციალური დაცვის პროგრამებისა და პირობების შესახებ ისაუბრეს. 

გამომსვლელთა თქმით, მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა განვითარებული ქვეყნებიც, მათ შორის ფინეთიც, რომლის წარმომადგენელმა ვრცელი მოხსენება გააკეთა და განაცხადა, რომ ძველი ინფრასტრუქტურის განახლება უფრო ხარჯიანია, ვიდრე მათი ახლით ჩანაცვლება. მან ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები შესთავაზა. 

2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა  პროფესიული კავშირი „ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" (ITF, ET) წევრი ორგანიზაციაა.  ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და  სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.

როგორც პროფესიული კავშირის  თავმჯდომარე ზურაბ ნასარაიამ კავშირის 110 წლის საიუბილეო  ღონისძიებაზე განაცხადა, საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი რკინიგზელთა სოციალური დაცვის  დამატებით გარანტიებზე, მათი უსაფრთხოებისთვის  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე  და სამოტივაციო პრემიალური სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობს. 

მან, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, სს „რკინიგზასთან" წარმატებული შეთახმების შედეგად ამოქმედებულ რამდენიმე  პუნქტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რკინიგზელები იღებენ პრემიებს და თუკი მანამდე პრემია წელიწადში ერთხელ გაიცემოდა, ახლა უკვე ისინი პრემიას ყოველკვარტალურად ხელფასის 20%-ის ოდენობით იღებენ. 

მისივე თქმით, შექმნილია  სპეციალური კომისია, რომელიც ყველა შრომით დავაშია ჩართული, მშრომელის ინტერესების დასაცავად. კომისია თითოეულ საქმეს სწავლობს, მათ შორის რკინიგზელის თანამდებობიდან გათავისუფლების ან  სამსახურებრივი გადაცდომისას  სანქცირების გადაწყვეტილებებს, რამდენად ობიექტურია. 

ნასარაიას ინფორმაციით, პროფკავშირი  სოციალური დაცვის კიდე ერთ დამატებით მექანიზმზე მუშაობს -  სადაზღვევო პაკეტს მიღმა  საჭირო დაფინანსებით უზრუნველყოფისთვის, საზღვარგარეთ  მკურნალობის  და სხვა საჭიროებებისთვის. 

პროფესიულ კავშირში 8 000 რკინიგზელია გაერთიანებული.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.971
EUR3.3106
GBP3.8474
RUB4.6653
თბილისი 10°-20°
ქუთაისი 10°-23°
ბათუმი 15°-22°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia