www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:01 04.11.2015
შენ მარტო არ ხარ!

„სოციალური პარტნიორობა“ დავით შარვაშიძის დასახმარებლად

 

ადამიანის ცხოვრება, ერთმა უბედურმა შემთხვევამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს.

ბიოფიზიკოსი, პროფესორი დავით შარვაშიძე  ავტოკატასტროფამდე სავსე, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა თავის არსებობას ცხოვრებას არ ეძახის და აწმყოზე საუბარი არ უყვარს. წარმატებული ადამიანი იყო. 1948 წელს ვერაზე დაიბადა, ცნობილი და გამოჩენილი ხალხის მეზობლად. ძნელი და საინტერესო  პროფესია აირჩია - ბიოფიზიკა. სწავლობდა,  ასწავლიდა და მუშაობდა რუსეთის  წამყვან ინსტიტუტებში.

ახალგაზრდა ლექტორი, საინტერესო სამეცნიერო კვლევები, ლამაზი და ჭკვიანი სტუდენტები... კიდევ რა უნდა ენატრა ახალგაზრდას 30 წლის ასაკში? სიყვარული  - სიყვარულიც იყო! დიდი და ზღაპრული... მაგრამ სამწუხაროდ გოგონამ სხვა არჩია, და დავითი  მარტო დარჩა. ოჯახი არ შეუქმნია და შვილებიც არ ჰყავს. ნანობს ამის შესახებ?

-არაფერზე არ ვნანობ,  - ამბობს დავითი - რაც მოსახდენი იყო, მოხდა. წარსულით ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

90-იან წლებში, სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაშ ჩაება. მას არ აინტერესებდა არაფერი, სამშობლოს დამოუკიდებლობის გარდა. არც თვბრუდამხვევი კარიერა, არც მაღალი ხელფასი და არც უზრუნველყოფილი მომავალი რუსეთში. მძიმე წლები იყო საქართველოში.  არც შუქი, არც გათბობა, არც საჭმელი...  სამეცნიერო მოღვაწეობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. თავი რომ ერჩინა, დავითმა რეპეტიტორად დაიწყო მუშაობა და მოსწავლეები აიყვანა.

            ცოტახანში, ავტოკატასტროფაში მოხვდა, ხერხემალი დაიზიანა... გადარჩა, თავიდან ისწავლა სიარული, მაგრამ სახლთან სეირნობისას, კიდევ ერთხელ დაარტყა მანქანამ... მეორედ! ამ შემთხვევამ, კი დავითი სამუდამოდ მიაჯაჭვა ინვალიდის ეტლს.

            - ბედის ირონიაა - ამბობს დავითი. - ორგანიზმში მიმდინარე ყველა ის ბიოფიზიკური მოვლენა, რომლსაც ადრე, მეცნიერის რანგში შევისწავლიდი და ვაკვირდებოდი, ახლა ჩემში მიმდინარეობს. უკვე 34 წელია უმოძრაოდ ვარ, და აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი ავტოკატასტროფამდე. ზოგჯერ მგონია, რომ ეტლიანად დავიბადე - ხუმრობს დავითი.

ასე ცხოვრობს დავითი მარტო, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მას უსასყიდლოდ ეხმარება, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის პროფესიონალური გუნდი, ექიმები ექთნები და სოციალური მუშაკები ზრუნავენ ბატონ დავითზე, ისევე როგორც 500 სხვა საწოლს მიჯაჭვულ, მარტოხელა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანზე. მათთვის ფონდის მხარდაჭერა და დახმარება  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფონდი ამარაგებს ბატონ დავითს საჭირო წამლებით და ჰიგიენური საშუალებებით. პროფესიონალი ექთნები უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას.

            „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას, ბატონი დავითისთვის ახალი ინვალიდის ეტლის შესაძენად. ძველს, რომელშიც ის უმეტეს დროს ატარებს, სერიოზული დაზიანება აქვს. ახალი სავარძელი მისთვის, სამწუხაროდ,  მიუღწეველი მიზანია.

ვისაც გაქვთ სურვილი ამ კეთილ საქმეში თქვენი წვლილი შეიტანოთ და ბატონ დავითის ცხოვრება შეუმსუბუქოთ, შეგიძლიათ თანხა  ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე : GE15TB7194336080100003 დანიშნულებაში მიუთითეთ: დავით შარვაშიძე

ან პირდაპირ ფონდის საიტის მეშვეობით:  https://fsp.ge/ge/donate/103/

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
სექტემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.9691
EUR3.2797
GBP3.6989
RUB4.6131
თბილისი 13°-29°
ქუთაისი 15°-28°
ბათუმი 18°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia