www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:36 09.12.2015
პატარა ადამიანი დიდი გულით - ერთად დავეხმაროთ ზაირა გაბაძეს

ეს საოცარი,  ემოციური, კეთილშობილი ადამიანი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი - ქალბატონი ზაირა გაბაძეა.

ზაირა დაიბადა ბათუმში, ასთმის გამო თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლის პარალელურად ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ასრულებდა ახალგაზრდა გოგონასთვის შეუფერებელ მძიმე სამუშაოს, ყოველთვის ამაყობდა, რომ თავის საქმეში ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. მისი მხიარული ხასიათისა და ერთგულების გამო ზაირა ძალიან უყვარდათ და მას ყველა პატივს სცემდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა... და ახლა მარტოობაშ უწევს ცხოვრება.

ერთ დღეს, მისი აქტიური და ბედნიერი ცხოვრება დასრულდა: გადატანილი ინსულტის მერე, მარცხენა მხარე  პარალიზებული აქვს. ეს ძალიან მძიმეა,როცა მარტოხელა ადამიანი უძრავი ხდება.

როდესაც „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლებმა ქალბატონი ზაირა გაიცნეს, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ: მის ოთახში ყველაფერი თოკებით იყო ერმანეთთან  დაკავშირებული. ერთი თოკი კარებზეა გამობმული, მეორე ფანჯარაზე, მესამე მაცივრის სახელურზე... ეს „დისტანციური მართვის მოწყობილობა“ - როგორც თავად ზაირა უწოდებს თავის გამოგონილ მექანიზმს, მას ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ამ მდგომარეობაშიც კი, იგი არ კარგავს სულის სიმტკიცეს და ცდილობს დამოუკიდებლად იცხოვროს. მაგრამ, როგორი ძლიერი და მხიარულიც არ უნდა ჩანდეს ქალბატონი ზაირა, მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი და დარდი ჩანს. მას არავინ ეხმარება. არ უღებს ფანჯარას, როცა ცხელა, ვერავინ მიაწვდის წყალს - როცა სწყურია. უბრალოდ ხმის გამცემიც არავინ ჰყავს...

როდესაც „სოციალური პარტნიორობის“  თანამშრომლები მასთან მიდიან და მიაქვთ მედიკამენტები და სკვები პროდუქტები, ზაირა ცრემლებს ვერ იკავებს. ის ბედნიერია, რომ ვიღაცას ახსოვს და სჭირდება. თვითონ ძალიან უჭირს, ზოგჯერ საკვები არ აქვს, მაგრამ, როდესაც საკვებ ულუფას ღებულობს ფონდის თანამშრომლებს სთხოვს, რომ ვინმე მასზე გაჭირვებულს დაეხმარნონ ან მისი კუთვნილი ულუფა მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანონ. სულ სხვაზე ფიქრობს და უნდა, ყველას თავისი სითბო და სიყვარული გაუნაწილოს. მაგრამ სითბო თავადაც სჭირდება. მის ოთახში ძალიან ცივა, გაზი არ არის, შეშის ფეჩის გამოყენება მას ფიზიკურად არ შეუძლია. ზოგჯერ შემოსასვლელ კარს აღებს, რომ საერთო საცხოვრებლის დერეფნიდან მის ოთახში სითბო შევიდეს.

გათბობა მხოლოდ ელექტროქურით არის შესაძლებელი. თუ სახლში გეგულებათ ისეთი გამათბობელი, რომლითაც არ სარგებლობთ, შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენს ოფისში. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა ჩარიცხეთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ზაირა გაბაძე)ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/110/. ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-5°
ქუთაისი 4°-14°
ბათუმი 7°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia