www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:14 21.12.2015
"საქართველოში ძალადობა ხშირად ჩვეულ ნორმადაა მიჩნეული"
პრესა.ჯი
ოჯახში ძალადობა საქართველოში საკმაოდ მწვავე პრობლემაა. სტატისტიკა შემაშფოთებელია, შემთხვევები, კი რომელთა აფიშირებაც ხშირად მსხვერპლის სურვილით არ ხდება, უფრო მეტი. გუშინ თბილისში კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა ქალს მეუღლის და შვილის მკვლელობა ბრალდება. დანაშაული, ბოლო ინფორმაციით, ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, შსს აცხადებს, რომ დაკავებისას ქალმა დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი - გადათქვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგი ლილი ხეჩუაშვილი Presa.ge-ს ოჯახში ძალადობის მთავარ ასპექტებსა და ბავშვებზე მისი გავლენის შესახებ ესაუბრა.

- ქალბატონო ლილი, რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, მისი რა სახეები შეგვიძლია განვიხილოთ? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს...

- მართალია, როცა საუბრობენ ოჯახში ძალადობაზე, ძირითადად გულისხმობენ ხოლმე მანცდამაინც ქმარი უნდა სცემდეს ცოლს, ან შვილებს და ესაა ძალადობა. რეალურად ძალადობის ფორმა ბევრნაირია. ის შეიძლება იყოს ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური და ასევე ეკონომიკური ძალადობა, რომელიც ძალადობის ერთი შეხედვით არათვალსაჩინო და არაპირდაპირი ფორმაა. როდესაც ოჯახში ცოლი არ მუშაობს და დამოკიდებულია მთლიანად ქმარზე, ქმარს შეუძლია ფინანსური ბერკეტით იმანიპულიროს ისე, რომ აბსოლუტურად მართოს ცოლის ქცევა და ცოლსაც წასასვლელი არსად ჰქონდეს. 

რეალურად ოჯახში ძალადობა მოიაზრებს ამ ასპექტებს, რომლებიც ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ. აქ საუბარი არაა იმაზე რომ მაინცდამაინც მამაკაცმა იძალადოს ქალზე, ან  მშობლებმა შვილზე. ეს შეიძლება იყოს უფრო ფართო ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ძალადობა. ყველა შემთხვევაში ეს განიხილება, როგორც ოჯახში ძალადობა.

- ჩვენი სოციუმიდან გამომდინარე ალბათ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ეკონომიკური ძალადობა?

- ვერ ვიტყვით რომ ეს მხოლოდ ქართული რეალობისთვისაა გამორჩეულად დამახასიათებელი, თუმცა, ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ რომ ძალადობენ სხვაზე. 

როდესაც ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი. რა არის ძალადობა თავისი არსით და მეორე, როგორ აღიქვამს მას ადამიანი, ძალიან ხშირია, რომ მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ძალადობას ვეძახიღ, ადამიანები, რომლებზეც ის ხორციელდება მიიჩნევენ ჩვეულებრივ კულტურულ ნორმად.

მე კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაც პრობლემაზე და როდესაც ყვება, ისე ამბობს "ბავშვს დავარტყი", თითქოს ეს მისაღები ფაქტია. 

ეს მათი ქცევისთვის ორგანული და შეთვისებული საქციელია.  იგივეა ეკონომიკურ ძალადობაზეც. როდესაც ცოლი სახლშია და ქმარი მუშაობს, ქმარი უხეშად რომ ვთქვათ "უთვლის კაპიკებს", ის  შეიძლება ვერც აცნობიერებს, რომ ძალადობს. ეს ცოლების გადმოსახედიდანაც ხშირად არ არის ძალადობა, იმიტომ რომ "ის არის ფულის შემომტანი და მას უნდა დაემორჩილოს", რეალურად ეს ძალადობის ფორმაა.

- საქართველოში სირცხვილად ითვლება საუბარი ოჯახში ძალადობაზე და ეს ფაქტები ხშირად იმალება. რამდენად უწყობს ეს ხელს ძალადობის გაღვივებას?

- ჩვენთან რატომღაც მიღებულია, რომ ოჯახის საქმე ოჯახში უნდა დარჩეს და შიგნით მოგვარდეს. რეალურად კი ამას რამდენიმენაირად შეგვიძლია შევხედოთ. შეიძლება ადამიანი რომელზეც ძალადობენ, მომავალში მოძალადედ გაიზაროდს და სხვა დააზიანოს.

უფრო ხანმოკლე პერსპექტივაში თუ განვიხილავთ, ეს აუცილებლად სალაპარაკო თემაა. თუ თვითონ ის ადამიანები, ვისზეც ძალადობენ არ იტყვიან ამას, ეს ხმა გარეთ არ გამოვა. რაც მეტი იტყვის, მეტად დაცულები იქნებიან თვითონაც და სხვებიც. ამის ოჯახში მიჩქმალვა დანაშაულია. როგორც მოძალადეების, ასევე ვისზეც ძალადობენ მათ წინაშე და ასევე პოტენციური მსხვერპლების წინაშე.

- რამდენად ძლიერი გავლენა აქვს ოჯახში ძალადობას ბავშვების ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე?

- ბავშვი ისეთი არსებაა, რომელიც ძალიან შთაბეჭდილებიანია, მასზე ყველაფერი მოქმედებს და საშრობივით იწვევს ყველაფერს. ხატოვანი გამონათქვამი "ბავშვი ოჯახის სარკეა" ძალიან ახლოსაა რეალობასთან. 

ოჯახი ის გარემოა, სადაც  ბავშვი პირველად ეხება სოციუმს და კულტურას და ეს მასზე მოქმედებს. როგორი ცუდი დედა და მამაც არ უნდა ჰყავდეს, ისინი მაინც ავორიტეტები არიან და უპირობოდ უყვარს. ბევრი კვლევა აჩვენებს რომ ბავშვი, რომელიც ასეთ პირობებში იზრდება, დიდი ალბათობით თვითონვე ხდება მოძალადე. იმიტომ კიარა, რომ მას ეს უნდა, ის ავტომატურად იმეორებს მშობლების მოდელს.

ეს ნიშნავს რომ ამ ძალადობის აქტებს გადავცემთ "მემკვიდრეობით" და ეს მოქმედებს მათზე, მათ შვილებზე, გარემოზე და ა.შ. ამ ჯაჭვის გასაწყვეტად საჭიროა ამაზე საუბარი.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ნოემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.9781
EUR3.3
GBP3.8549
RUB4.6712
თბილისი -2°-4°
ქუთაისი 5°-13°
ბათუმი 8°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia