www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:38 12.02.2016
შენ საუკეთესო ხარ - ყველაფერი გამოგივა!

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამ თარიღის შემდეგ. სახლიდან გამთენიისას გამოვედი, როდესაც „ტაქსაობას“ დილიდან იწყებ, უფრო მეტის შოვნაა შესაძლებელი. ეს კარგად ვიცი, რადგან ტაქსის მძღოლად, თითქმის სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. როდესაც მამა ავად გახდა და ინსულტი გადაიტანა, ოჯახი რომ შემენახა, სწავლას თავი დავანებე და საჭეს მივუჯექი.

იმ დღეს წვიმდა, გზაზე ძაღლმა გადამირბინა, მას ავაცილე, სველ გზაზე მოვსრიალდი და მეტი არაფერი მახსოვს... გონს რომ მოვეგე, სასწრაფო დახმარების ექიმი დავინახე... წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი... მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, შემეცოდა დედაჩემი, მამა, ჩემი თავიც...

როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მითხრეს, რომ „აღდგენას არ ვექვემდებარები“ ისევე როგორც ჩემი მანქანა. მეც არ მჯეროდა, რომ ოდესმე ავდგებოდი და გავივლიდი.  მშობლების პენსია საჭმლისთვის და წამლებისთვის არ იყო საკმარისი, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.

მაგრამ, მოულოდნელად ჩვენთან მოვიდნენ საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლები და შემოგვთავაზეს დახმარება. აგერ უკვე სამი წელია ფონდის ექთნები უსასყიდლოდ მიტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟის ინტენსიურ კურსს. არავის სჯეროდა, რომ ასეთ შედეგებს მივიღებდით. მე უკვე შემიძლია ორთეზების დახმარებით გადაადგილება. ორთეზები სიარულის დროს მეხმარება, ფეხს აფიქსირებს.  მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ სიარულის დროს წავიქეცი, და ჩემი ერთადერთი ორთეზი გატყდა. მისი აღდგენა შეუძლებელია, ახლის შესაძენად, ჩემს ოჯახს თანხა არ აქვს. მე კი, თუ ხშირად არ ვივლი, ამდენი წლის ნაშრომი და მიღწეული შედეგები შეიძლება წყალში ჩამეყაროს.“

3 წელზე მეტია, „შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ლევანი რაც შეიძლება მალე გამოკეთდეს. ლევანს ახლა ძალიან სჭირდება ახალი ორთეზები, რომ სიარული არ შეწყვიტოს, და მიღწეული შედეგი გააუმჯობესოს.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ამ ძლიერი და პოზიტიური ადამიანის მხარდასაჭერად, რომელიც აუცილებლად დადგება ფეხზე, დამოუკიდებლად გაივლის და რომელიც იზრუნებს თავის მშობლებზე!

თანხა, ახალი ორთეზების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ლევან გრიგორიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/113/

„როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ცხოვრება და როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდე თავს -  არ დანებდე, იბრძოლე! როგორც არ უნდა გტკიოდეს და რაც არ უნდა შეგემთხვეს - იბრძოლე ბოლომდე! ვინც არ უნდა იყო: მძღოლი, ბანკის თანამშრომელი თუ მარტოხელა დედა - არ დანებდე! ეს შენი ცხოვრებაა, შენ საუკეთესო ხარ, და შენ ყველაფერი გამოგივა!“– ბევრი იმედგაცრუებული ადამიანისთვის, ლევანის ეს სიტყვები ნამდვილი სტიმული იქნება!

 

მასალის გამოყენების პირობები

არსებული მასალის გამოყენება სხვა ბეჭდვით, ინტერნეტ, ტელე-რადიო თუ სხვა  საინფორმაციო საშუალებებში დასაშვებია პირველადი წყაროს (https://fsp.ge/ge/projects/) აუცილებელი და ზუსტი მითითებით.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2020
ივლისი 2020
ივლისი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD3.0463
EUR3.4381
GBP3.8124
RUB4.331
თბილისი 19°-32°
ქუთაისი 23°-38°
ბათუმი 22°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia