2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელის თქმით, მას ჰააგის საერთშორისო სასამართლოს იმედი აქვს, რომელიც მისი თქმით, დაამტკიცებს სიმართლეს და ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
„მე მგონია, რომ იმდენად ხილული და ცალსახა იყო დანაშაული, ამ რეგიონში, ამ ტერიტორიაზე, ისევე როგოც კოდორის ხეობაში, საქართველოს სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ აქ განსაკუთრებით, რომ ამას რაღაც განსაკუთრებული მოკვლევა-გამოძიება, მრავალთვიანი პროცესები არ სჭირდება. ეთნიკური წმენდა მოხდა საქართველოში, მე მიხარია, რომ შესაძლებლობა ჩნდება, რომ ჩვენს გარდა კიდევ სხვამაც ილაპარაკოს ამაზე,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც გორში იმყოფებოდა.