www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:16 25.02.2016
რა ელით გაფიცულ მაღაროელებს
ტყიბულელი მეშახტეები 11-ე დღეა გაფიცვას განაგრძობენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მეშახტეები მაღალი თანამდებობის პირებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 

როგორც „ქართული ოცნების" წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ტყიბულის გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად მზად არის. 

პარალელურად, მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია კანონპროექტი ტყიბულისთვის იმ შეღავათების აღდგენის შესახებ, რომელიც მათ მთის კანონის ამოქმედების შემდეგ შეუჩერდათ.

"თქვენი დავალების შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მეშახტეებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულში განვითარებული მოვლენები შრომითი დავაა. 

„ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის, ცალსახად, შრომითი დავა. ის არ არის კავშირში სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან ჩართულია შრომით დავაში. მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც შრომითი დავის ფარგლებში რჩება. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენი მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
აგვისტო 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.9225
EUR3.2434
GBP3.5421
RUB4.3709
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 23°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia