www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:18 26.02.2016
ბავშვებს დახმარება სჭირდებათ!

ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ბავშვებს უჭირავთ. არჩილ და მაია ბატიაშვილების ოჯახში 6 ბავშვი იზრდება. ყველაზე პატარა ლეონია - ერთი წლისაა, მარიამი - ორის, ლიკა - რვის, გიორგი - ცხრის, ეკატერინე - ათის,  უფროსი ალექსანდრე - ცამეტის. მშობლებს შვილები ძალიან უყვართ, მაგრამ სიყვარულის გარდა მათ ვერაფერს აძლევენ...

ადრე, არჩილი მშენებლობაზე მუშაობდა. იმდენს შოულობდა, რომ ბინის ქირის ფული გადაეხადა და ოჯახი შეენახა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არჩილმა ვეღარ შეძლო ფიზიკური შრომა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, მრავალშვილიანი ოჯახი ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა, და როდესაც ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, ილორის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის ნახევრად დანგრეულ შენობაში შესახლდნენ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი, კანალიზაციაც მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ გაიყვანეს.

საჭმელი რომ გაამზადონ და ხელ-პირი დაიბანონ, დედა და ბავშვები წყალს ქუჩიდან ეზიდებიან, მეორე სართულზე ხის კიბით უხდებათ ატანა.

8 ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს, მაია ყველანაირად ცდილობს „სახლში“ სიმყუდროვე და მოჩვენებითო კომფორტი მაინც შექმნას. მაგრამ, უწყლობის და ელემენტარული პირობების არქონის გამო, ეს თითქმის შეუძლებელია.

შეგიძლიათ წარმოიდგინთ, რომ ოჯახის 8 წევრისთვის პატარა, 4 კვადრატული მეტრის ოთახი ასრულებს სამზარეულოს, აბაზანის და ტუალეტის ფუნქციას? და ეს ფართი მთავარი ოთახიდან მხოლოდ ფარდითაა გამოყოფილი?!

თბილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ბავშვები სკოლაში რეგულარულად ვერ დადიან, ხშირად ავად ხდებიან. როდესაც ჩვენ მათ ვსტუმრობდით, პატარა ლიკას მესამე დღე მაღალი სიცხე ჰქონდა. იმდენად დასუსტებული იყო, რომ საწოლიდან ვერც კი წამოდგა. მშობლები მისთვის წამლებს ვერ ყიდულობენ, თუ ერთ ბავშვს წამლები უყიდეს, დანარჩენები მშივრები დარჩებიან... საშინელი არჩევანია არა?!.  

ზოგჯერ, ხვალინდელი დღის იმედით, ბავშვები მშივრები იძინებენ...

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ბატიაშვილებს ოჯახის კიდევ ერთი წევრი - სპანიელი ჯესი შეემატათ. ბავშვებმა მშიერი და შეშინებული პატარა ლეკვი ქუჩაში იპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავად ენატრებათ საჭმელი, ჯესი ვერ დატოვეს და სახლში შეიფარეს. დედა ხომ ყოველთვის ეუბნება მათ, რომ გასაჭირში არავინ დატოვონ, რომ პურის ბოლო ნამცეცი მშიერს გაუნაწილონ...

მიუხედავად მათი მდგომარეობისა, როგორც კი ბავშვების გაღიმებულ სახეებს და გაბრწყინებულ თავალებს დაინახავთ, მათ საშინელ საარსებო გარემოს ვეღარ შეამჩნევთ.

ოჯახი ცდილობს, ამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს, მამა არჩილი მთელი დღეები ლუკმა-პურის საშოვნელადაა გასული, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და ზოგჯერ მხოლოდ საჭმლისთვის მუშაობს. მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ეს საკმარისი არ არის!

ბატიაშვილების ოჯახს პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და შეშა სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ბატიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბატიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/119/

ნუ დარჩებით გულგრილი, გაუკეთეთ სიკეთე ამ პატარებს და იგი თქვენ ბავშვებს დაუბრუნდება!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2020
მარტი 2020
მარტი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2425262728291
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD3.2896
EUR3.6232
GBP4.033
RUB4.2168
თბილისი 6°-17°
ქუთაისი 13°-24°
ბათუმი 10°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia