რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე იმყოფებოდა, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ეს ყველაფერი რაც მოხდა არის შედეგი იმ სიტუაციისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა დაუსჯელი ძალადობის, წახალისებული კრიმინალის, ციხეებიდან თანხებით გამოშვებული ადამიანებით და მთავრობის, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა სიტუაცია ქვეყანაში დაამძიმა.