www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:46 01.03.2016
2015 წელს 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა
სახალხო დამცველი 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

23 თებერვალს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას. წინადადების მომზადებისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები წარმოადგინა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი, ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას; გაიზარდოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჩვილთა ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შესახებ; დაინერგოს ერთიანი ელექტრონული ბაზა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დამუშავებისა და შენახვის მიზნით.

მართალია, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროს მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში და კვლავ საგანგაშოდ მაღალია. მარტო 2015 წელს 0–დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.

განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს. ასევე, მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივნისი 2019
ივნისი 2019
ივნისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.847
EUR3.2356
GBP3.6143
RUB4.5039
თბილისი 19°-35°
ქუთაისი 22°-29°
ბათუმი 23°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia