www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:47 03.03.2016
მაგდამ შვილს ფეხში მაკრატელი ჩაარტყა, ლანა პაპიძე კი დედას სცემდა
შეეშინდა და გაწირა ჩემი შვილი, მაგრამ თავისი შვილი რატომ გაწირა?! რისთვის?!, - ამის შესახებ მაგდა პაპიძის ქმრის, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა "ნანუკას შოუში" განაცხადა. მისი თქმით, გავრცელდა ჭორი, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და გაპარვას აპირებდნენ. 

"კიდევ დავუშვებ იმას, რომ ქალია, რაღაც მოხდა და შეეშინდა - მე რომ გავიქცე, საყვარელი რომ გამიგოს, რამე მოხდესო და გაწირა ჩემი შვილი, მაგრამ თავისი შვილი როგორ გაწირა არ ვიცი. რატომ?! რისთვის?! ჩანაწერი რომ ვნახე, ეჭვიც არ გამჩენია, რომ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი", - განაცხადა მინდიკაურმა. 

რაც შეეხება დღიურს, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, მინდიკაურის თქმით, მიწერილი ჰქონდა პაპიძეს, რომ ურო ჩადო შავ პარკში. "ეს არ არის დღიური. ამ ხარჯთაღრიცხვას ყოველთვის აკეთებდა ან ბლოკნოტში ან დღიურში. უროს ფული არ ჰქონია შეტანილი. ბოლოში მინაწერი ჰქონდა გაკეთებული, რომ ურო ჩავდო შავ პარკში და გადავახვიო და ზუსტად ისინი, რაც ნაგავში იყო ჩაყრილი", - განაცხადა მინდიკაურმა.

მოკლულის დედა ჰყვება, რომ მაგდა პაპიძემ ბავშვს 2 წლისას მაკრატელი ჩაარტყა და ეს იარა პაპიძის შვილს ბოლომდე ჰქონდა. "ძალიან ყურადღებიანი ცოლი იყო ქმართან მიმართებაში. ჩემი გადასახედიდან ასე იყო. თორნიკე 2 წლის იყოლ, მაშინ იყო ერთი მომენტი, როდესაც მე გავიგონე ბავშვის განწირული ტირილი და ომარის განწირული ყვირილი - გოგო რას შვრებიო. შევედი და ბავშვს ფეხი ჰქონდა დასისხლიანებული, ომარს კალთაში ეჯდა და მაგდა ბინტით ამშრალებდა. ომარიმ მითხრა - არაფერი არ მომხდარა, ბავშვი წაიქცა და იტკინაო. რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვმა მითხრა, დედიკომ მაკრატელი ჩამარტყაო ფრჩხილებისას დაჭრისას. ომარიმაც დამიდასტურა. დედამისსაც ბოლომდე უყვიროდა ხოლმე, როდესაც ტლეფონზე ან "სკაიპში" ელაპარაკებოდა. ბევრი რამე არ მომწონდა, მაგრამ ამას ჩემი შვილის გამო ვთმობდი. მეხვეწებოდა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო", - განაცხადა მინდიკაურმა. 

მისივე თქმით, სრული სიცრუეა პაპიძის ოჯახის წევრების განცხადებები, რომ ომარ ქაფიაშვილი დედას სცემდა. "ეს არის სრული სიცრუე. ლანას ვერ წარმოუდგენია ალბათ დედა-შვილური სიყვარული. მისი ოჯახი ცხოვრობდა 4 წელი აქ, მეორე სართულზე. ლანამ დედამისი სცემა ისე, რომ მეორე სართულიდან გადმოგდებას უპირებდა. პატრულიც ჩაერია", - აღნიშნა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში მინდიკაურმა. 

რაც შეეხება მაგდა პაპიძის ორსულობას, მინდიკაურის თქმით, როცა დაიჭირეს, შემდეგ გაიგო მისმა რძალმაც, რომ ორსულად იყო. "თუმცა არ მგონია, ომარისგან იყოს, რადგან როგორც თვითონვე ამბობს, ბოლო პერიოდში ურთიერთობა არ ჰქონდათ", - აღნიშნა მინდიკაურმა. 

ლილი მინდიკაურის თქმით, სასამართლო პროცესებს დაესწრება. "მინდა ძალიან თვალებში ჩავხედო ჩემ ყოფილ რძალს და მიპასუხოს რატომ, რისთვის გააკეთა ეს ყველაფერი?! უღირდა ამის გაკეთება?!", - აღნიშნა მაგდა პაპიძის დედამთილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9682
EUR3.298
GBP3.8242
RUB4.638
თბილისი 11°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia