www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:46 07.03.2016
პრაღაში შეიძლება, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა დაიგეგმოს

როგორც გაზეთი "რეზონანსი"  წერს, არაოფიციალური ინფორმაციით, მომავალ კვირას პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრისას განიხილონ.

თავად აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს, თუმცა მზად არის, მეორე მხარეს მოუსმინოს.

"ახლა ამაზე მზადება არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ იქნება რაღაც იდეა, მოვისმენთ. ბუნებრივია, ჩამოვიტან ამ ამბავს და გეტყვით.

"ზოგადად, ჩვენი მხრიდან ლიდერების შეხვედრის შესახებ საუბარი ნამდვილად არ იგეგმება. რამდენჯერმე გაკეთდა განცხადებები როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. მზაობის თაობაზე ითქვა, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მოხდება, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული იმისათვის, რათა გამოიღოს რაღაც შედეგი. ვგულისხმობ ყველაზე რთულ თემებს. მხედველობაში გვაქვს კონფლიქტური რეგიონები, რომ თუნდაც მცირე ნაბიჯი გადაიდგას ამასთან დაკავშირებით. შეხვედრა შეხვედრისთვის არავის არ სჭირდება", - უთხრა "მთელ კვირას" ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ თუკი იქნება ინიციატივა, შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტრო მოამზადებს.

"კარასინისა და ჩემ შეხვედრაზე უფრო სპეციფიკური საკითხები განიხილება - ვაჭრობა და ჰუმანიტარული თემები. ზოგადად, თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, როგორც წესი, ასეთ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინტროები ამზადებენ", - გვითხრა დიპლომატმა.თუმცა, მიმდინარეობს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით სამზადისი, უცნობია. ჯანელიძის უწყებაში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში საუბრობდა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ოქტომბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.9701
EUR3.2778
GBP3.7328
RUB4.6307
თბილისი 9°-23°
ქუთაისი 12°-28°
ბათუმი 16°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia