www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:09 21.03.2016
"ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს."
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდეგ რუსეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად. 

"საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი, დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა. ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ ეს საფრთხე და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა – ეს არის რეალობა", - აღნიშნა აბაშიძემ. 

მისივე თქმით, რა შედეგი აქვს აბაშიძე-კარასინის დიალოგს, სჯობს ვკითხოთ გლეხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს კომპანიებს, ტურიზმის სექტორში ჩართულ ხალხს, ასევე, ფინანსისტებს, თუ რა თანხები შემოდის მილიონამდე რუსი ტურისტისგან. 

"დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს, მათ ახლობლებს, ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა. ეს ხალხი ჩვენი ხალხია", - განაცხადა აბაშიძემ. 

პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, რუსეთთან დიალოგი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატებისა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8555
EUR3.221
GBP3.5862
RUB4.5596
თბილისი 17°-32°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 19°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia