www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:11 23.03.2016
დათა ახალაიას საქმეზე პროკურატურა საერთაშორისო პოლიციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

დათა ახალაიას საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას პროკურატურა წერილობითი განცხადებით ეხმაურება. უწყების განმარტებით, კუდის ყოფილი ხელმძღვანელი წითელი ცირკულარიდან ინტერპოლის მეთოდოლოგიის შეცვლის გამო მოიხსნა.

საგამოძიებო ორგანო უარყოფს ინფორამციას იმის შესახებ, რომ გადაყვწეტილების საფუძველი ბრალდებების პოლიტიკური ხასიათი გახდა. პროკურატურა საერთაშორისო პოლიციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც პროკურატურა განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ახლებურად რეგულირდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები. 

"კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის (red notice request) ან ძებნის გავრცელების (diffusion request) თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს; 

2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან; 

3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.

შესაბამისად, დავით ახალაიას შემთხვევაში ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძებნილ პირს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და ძებნის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2016 წლის 9 მარტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლის ზემოთ მითითებული მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ დავით ახალაიასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძენილი სხვა რამოდენიმე პირთან. კერძოდ, მონაცემთა დამუშავების თაობაზე ახალი ინსტრუქციების დამტკიცებიდან დღემდე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ასევე საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ 209 პირთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის, ესტონეთის რესპუბლიკის, იტალიის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის, ხორვატიის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიის სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ ძებნილ პირებთან მიმართებაში. 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურა საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ინტერპოლის რეგულაციების ფარგლებში გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დღეს არსებული მიდგომის გასაუქმებლად და მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. საქართველოს პროკურატურა მიმართავს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და შესაძლებლობას, რათა მსჯავრდებული დავით ახალაია წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ივლისი 2019
ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.8608
EUR3.2107
GBP3.5551
RUB4.5529
თბილისი 21°-33°
ქუთაისი 18°-30°
ბათუმი 20°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia