www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:03 25.03.2016
სასამართლომ ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად აყიდინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დოლარად ღირებული "LEXUS GX 470" ე. კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.

ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" 2008 წელს გამოყვანილი "LEXUS"-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდინა 41 500 ლარის ღირებულების "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ე. კოდუა გამართლდა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ, რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება ერეკლე კოდუას ბრალდების კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
დეკემბერი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.8896
EUR3.2028
GBP3.8004
RUB4.5482
თბილისი -1°-7°
ქუთაისი 7°-14°
ბათუმი 9°-15°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia