www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:52 25.03.2016
ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა საქართველოს კულტურა, ლიტერატურა და ისტორია
საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა და ისტორია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე მრევლს და ტაძარში შეკრებილებს ვრცელი ქადგებით მიმართა და ავტოკეფალიის აღდგენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ჩვენ ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. 

უწმინდესის თქმით, ანტიოქიის ეკლესიის კრებამ თავისუფლება და ავტოკეფალია საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს მიანიჭა და ეს ფაქტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს საქართველოს ავტოკეფალიას. 

"საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია. მეხუთე საუკენე გახდა ის საუკუნე, როდესაც ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველ კათოლიკოსად პეტრე დაადგინა. ანტიოქიის პირველი პატრიარქი იყო პეტრე და ასევე საქართველოს პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა დაფუძნებული, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიამ განაპირობა საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს უცბად არ დამტკიცდა", - განაცხადა უწმინდესმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
თებერვალი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291
ვალუტა ამინდი
USD2.8265
EUR3.0515
GBP3.6405
RUB4.4316
თბილისი 3°-13°
ქუთაისი 6°-18°
ბათუმი 7°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
[email protected] Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia