www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:18 30.03.2016
"ვინ როგორ დავლაგდებით, მალე შეიტყობთ"
მომავალი არჩევნების თემა ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისია - იმას, თუ ვინ როგორ დავლაგდებით, მალე შეიტყობთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კითხვას, ემზადება თუ არა "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის. 

ამასთან, უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს.

"რესპუბლიკური პარტია" კოალიციაში არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდით გაერთიანდა და საერთოდ, კოალიციები სხვა ტიპის გაერთიანებებისგან სწორედ ამით განსხვავდება, ამიტომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს – ეს ერთი. მეორე, - მოახლოვდა ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებისთვის მზადება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა, არა თუ უფლება. მომავალ არჩევნებზე პარტიები ცალკე გავა, საარჩევნო ბლოკში იქნებიან თუ როგორ იქნებიან, ამაზე ყველა პარტია მსჯელობს, ყველა პარტია ფიქრობს, მათ შორის "რესპუბლიკური პარტია". 

ამასობაში, ჩვენ ამას ვფიქრობთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში, არამედ ვაკვირდებით პროცესებს კოალიციაშიც. ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები იყოს სინქრონიზებული, იყოს გააზრებული და იყოს კოორდინირებულიც კი კოალიციურ სისტემაში. ამ პროცესის შედეგი ალბათ მალე იქნება ცნობილი. "რესპუბლიკური პარტიის" ერთგულება კოალიციური ვალდებულებებისადმი ჩვენ არა ერთხელ დავადასტურეთ – ძალიან მძიმე და კრიზისულ ვითარებებშიც კი და ჩვენ ასევე ვართ განწყობილი. ამასთანავე, მომავლი არჩევნების თემა ეს არის ცალკე თემა, ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი – იმას, თუ ვინ როგორ დავლაგდებით, ამას მალე შეიტყობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2020
იანვარი 2020
იანვარი 2020
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.8895
EUR3.2045
GBP3.7748
RUB4.6576
თბილისი -2°-7°
ქუთაისი 1°-4°
ბათუმი 3°-8°
მთავარი